საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ლიტვასთან პენალტების სერიაში დამარცხდა

AutoSharing Option
23 იანვარს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, რომელსაც ნოდარ აკობია წვრთნის, ბელორუსში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე - "განვითარების თასი 2014", მეოთხედფინალური შეხვედრა ლიტველ თანატოლებთან გამართა და პენალტების სერიაში დამარცხდა.

მატჩის ორივე ტაიმმა ქართველი ჭაბუკების უპირატესობით ჩაიარა, რომლებსაც ანგარიშის გახსნის შანსი არაერთხელ ჰქონდათ, თუმცა ხან ბალტიისპირელთა მეკარე თამაშობდა კარგად, ხანაც ჩვენებს აკლდებოდათ სიზუსტე.

უგოლოდ დასრულებული შეხვედრის ძირითადი დროის შემდეგ გამარჯვებულის ვინაობის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უფრო ზუსტად ბალტიისპირელებმა შეასრულეს - 4:5 ლიტველთა სასარგებლოდ.

ქართველი ჭაბუკები ტურნირზე ბრძოლას მე-5-მე-8 ადგილებისთვის მატჩებში გააგრძელებენ.

განვითარების თასი
2014. 1/4-ფინალი

U17. საქართველო-ლიტვა 0:0 (პენ. 4:5)
საქართველო: გოშაძე, ქობულაძე, კაციტაძე, კევლიშვილი, ნადარაია, კომახიძე, მამუჩაშვილი, კიკნაძე, გოშთელიანი, მიქელთაძე, ჯობავა
შეცვლაზე შევიდნენ: ლაშხია, ლებანიძე, კამლაძე

ასევე იხილეთ:
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის ტურნირში ირანი ააწიოკა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ყაზახი თანატოლები გაანადგურა
მკითხველის კომენტარები / 3 /
რატომ მალავთ მოწინააღმდეგის ასაკს? ვის აბოლებთ? გააშუქეთ ობიექტურად!
tifozi
20:16 23-01-2014
0
ეგ არაფერი ლატარეაა თერთმეტმეტრიანების სერია ისე კი ირანთან არ უნსდა ეყოყლოჩინათ შეინარცუნე ძალები გამოგადგება მომავალშო ოთხით ნოლზე რომ იგებ შეცვალე ტაქტიკა დაასვენს მოთამაშეები მწვრთნელების იაღლიშია და აამიტომაც წაასხა გუნდმა,ისე კი კარგი ბიჭები მოდან,თუ გარჯას არმოუკლე და არ ავარსკვცლავდენ უდრროდ გაყოყოჩებულნი
metreveli
17:49 23-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული