ნოდარ აკობიას გუნდმა, რომელიც ტურნირის მეოთხედფინალში პენალტების სერიაში დამარცხდა, ბრძოლა V-VIII ადგილებისთვის გააგრძელა და 25 იანვარს ერთ-ერთი ჯგუფის გამარჯვებულ ფინეთს შეხვდა, რომელიც მეოთხედფინალიდან რუსეთმა გააგდო.
საქართველო-ფინეთი 2:0
გოლები: 1:0 მიქელთაძე (3), 2:0 კიკნაძე (57)
საქართველო: გოშაძე, კაციტაძე, კაპანაძე, კევლიშვილი, ნადარაია, ქობულაძე, მამუჩაშვილი, კომახიძე (41. ლაშხია), გოშთელიანი (41. ჯობავა), მიქელთაძე, ართმელიძე (41. კიკნაძე).
ამ გამარჯვებით ნოდარ აკობიას გუნდმა მე-5 ადგილისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა და გუშინ, 26 იანვარს, ირანს
* * *
ბოლო მატჩი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა 26 იანვარს, ირანელ 16-წლამდელებთან გამართა, რომლებთანაც მანამდე ჯგუფში არასაფეხბურთო ანგარიშით (8:0) მოიგო. ამჯერად კი ქართველმა ჭაბუკებმა მოკრძალებული ანგარიშით გაიმარჯვეს.
საქართველო-ირანი 1:0
1:0 გოშთელიანი (27)
საქართველო: კულუა, კაპანაძე, კაციტაძე, ნადარაია, ქობულაძე, კამლაძე, კევლიშვილი, გოშთელიანი (59. მიქელთაძე), ლებანიძე (41. კიკნაძე), ჯობავა, ლაშხია (51. მამუჩაშვილი).
* * *
აღსანიშნავია, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ერთადერთი გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც ტურნირი ისე დაასრულა, ძირითად დროში გოლი არ გაუშვია. ლოგიკურიც იყო, რომ ჩვენი ნაკრების მეკარე, "საბურთალოს" გაზრდილი ოთარ გოშაძე ტურნირის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.
* * *
ფინალში რუსეთმა მასპინძელ ბელორუსს 6:1 მოუგო. რუსეთის შემადგენლობაში თამაშობდნენ ქართველი ნახევარმცველები - ნიკა ყიფიანი და გიორგი მელქაძე.
გადამწყვეტ მატჩში კარგად ითამაშა მელქაძემ, რომელიც პირველ და მესამე საგოლე კომბინაციებში ასისტენტად მონაწილეობდა, მეხუთე გოლი კი თავად გაიტანა. რაც შეეხება ყიფიანს, ის ტრავმირებული იყო და სათადარიგოთა სკამზეც არ გამოჩენილა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"