საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ყაზახი თანატოლები დაამარცხა

AutoSharing Option
13 თებერვალს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ყაზახეთის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ნოდარ აკობიამ გუნდი ექსპერიმენტული შემადგენლობით ათამაშა და არაერთ ფეხბურთელს დააკვირდა.

პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა, თუმცა, საქართველოს ნაკრებს საგოლე მომენტები ჰქონდა და მეტოქეს თამაშითაც სჯობდა. მეორე ტაიმის დასაწყისში აკობიამ თითქმის მთელი შემადგენლობა შეცვალა. მატჩის ერთადერთი გოლიც სწორედ მეორე ტაიმის დასაწყისში გავიდა.

(U17) საქართველო - ყაზახეთი 1:0 (0:0)
გოლი: გაბრიჩიძე (43)

საქართველო: ბენდიანიშვილი, კაპანაძე, გოგიაშვილი, ჟღენტი, ნემსაძე, გაფრინდაშვილი, ქობულაძე, პაპუაშვილი, ცქიტიშვილი, კიკნაძე, ცინცქილაძე

შეცვლაზე შევიდნენ: კულუა, ფირცხალავა, არველაძე, გალდავაძე,
ქანთარია, ქოქიაშვილი, სადღობელაშვილი, აბელაშვილი, გაბრიჩიძე

15 თებერვალს გუნდები კიდევ ერთ ტესტ-მატჩს ითამაშებენ. მატჩი კვლავ "ბენდელას" სტადიონზე გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული