საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები: რეიტინგში 21-ე

AutoSharing Option
ოქტომბერში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთ ჯგუფს თბილისმაც უმასპინძლა. გიორგი დევდარიანის მიერ გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ოთხ გუნდს შორის მეორე ადგილი დაიკავა და ელიტრაუნდში გავიდა.

ტურნირის დაწყებამდე დევდარიანი და ფეხბურთელები ტყუილად არ ამბობდნენ, რომ მიზანი პირველ ადგილზე გასვლა იყო, რადგან ელიტრაუნდის წილისყრის წინ ეს უკეთეს კალათში მოხვედრის წინაპირობა გახდებოდა. მართალია, კვიპროსთან (3:1) და რუმინეთთან (3:1) დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, მაგრამ ჩერნოგორიასთან პირველ შეხვედრაში წაგებამ (0:2) მოწინავე პოზიციით გასვლის შანსი წაგვართვა.

შედეგად, როგორც ვწერდით, საქართველო მე-3 კალათში მოხვდა. საინტერესოა, რომ ჩვენთან ერთადაა მოქმედი
ჩემპიონი გერმანია, რომელიც მეორე შესარჩევ ჯგუფში ავსტრიამ 5:1 დაამარცხა.

ელიტრაუნდში გასულ ნაკრებთა რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

1. ესპანეთი
2. ინგლისი
3. რუსეთი
4. იტალია
5. ჰოლანდია
6. სლოვაკეთი
7. ჩერნოგორია
8. ავსტრია
9. პორტუგალია
10. შვეიცარია
11. უკრაინა
12. საფრანგეთი
13. შვედეთი
14. ირლანდია
15. ხორვატია
16. გერმანია
17. პოლონეთი
18. დანია
19. ბელგია
20. სერბეთი
21. საქართველო
22. ჩეხეთი
23. ბოსნია
24. თურქეთი
25. ნორვეგია
26. ლიტვა
27. აზერბაიჯანი
28. შოტლანდია

რა თქმა უნდა, ბევრად სასიამოვნო იქნებოდა, რეიტინგის მოწინავეთა შორის ვყოფილიყავით, მაგრამ 21-ე პოზიცია სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენზე წინ მყოფი ნაკრებები დევდარიანის გუნდზე უკეთესები არიან.

ეს მაჩვენებელი ჩვენი გუნდისთვის სტიმულიც უნდა გახდეს, წინ მყოფებს რომ აჯობოს.

სხვათა შორის, უარესი რეიტინგი ჰქონდა გია ცეცაძის 19-წლამდელთა ნაკრებს, რომელიც შესარჩევი ციკლიდან ელიტრაუნდში მხოლოდ ერთი მოგებით გავიდა. მასპინძელ ხორვატიასთან 0:2 დამარცხდა, აზერბაიჯანთან 1:1 ითამაშა და ელიტრაუნდის საგზური მხოლოდ ბოლო ტურში, ისლანდიასთან მოგებით (2:0) მოიპოვა. ამის მერე კი ბელგია, ინგლისი და შოტლანდია უკან ჩამოიტოვა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა.

პოსტსაბჭოთა ნაკრებებს შორის კი საქართველო რეიტინგით მესამეა (გვისწრებენ რუსეთი და უკრაინა, ჩვენ მერე აზერბაიჯანია).

უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში პატარა "ჯვაროსნები" მუდამ საუკეთესოებში არიან. იყო შემთხვევა, როცა "მოძმე რესპუბლიკების" 19-წლამდელებს შორის ქართველები პირველებიც იყვნენ. ეს შარშან, ვასილ მაისურაძის მწვრთნელობის დროს იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს სიჭინავას შეკვეთილ სტატიას გავს. სიმართლე დაწერე "ჟურნალისტო" ასე ჯობია საქმისთვის. მაგრამ შენ ფეხბურთის განვითარება არ გაინტერესებს, მთავარია რაღაცეები ჯღაბნო და ხალხი უაზროებით გააბრუო.
ZVELI
14:21 27-11-2014
0
ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები ერთმანეთში არ აგვერიოოს
Bacho
12:36 27-11-2014
0

სიახლეები პოპულარული