გიორგი დევდარიანის შეგირდები პირველ ჯგუფში ესპანეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდნენ.
2014-2015 წლების უეფას 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი 2015 წლის 29-31 მაისსა და 3 ივნისს თბილისში გაიმართება.
19-წლამდელთა ელიტრაუნდისა და ევროპის ჩემპიონატის ფორმატი უცვლელია და ჯგუფებიდან კვლავ თითო გუნდი გადის. პირველადგილოსნებს ფინალურ ეტაპზე ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი საბერძნეთი შეუერთდება. ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი სტადია კი 6-19 ივლისს გაიმართება.
აქვე გეტყვით, 2015-16 წლების უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 2015
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები ავსტრიის, ალბანეთისა და უელსის ნაკრები გუნდები იქნებიან.