საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ელიტრაუნდში ცნობილია

AutoSharing Option
3 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის წილისყრა გაიმართა.

გიორგი დევდარიანის შეგირდები პირველ ჯგუფში ესპანეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდნენ.

2014-2015 წლების უეფას 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი 2015 წლის 29-31 მაისსა და 3 ივნისს თბილისში გაიმართება.

19-წლამდელთა ელიტრაუნდისა და ევროპის ჩემპიონატის ფორმატი უცვლელია და ჯგუფებიდან კვლავ თითო გუნდი გადის. პირველადგილოსნებს ფინალურ ეტაპზე ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი საბერძნეთი შეუერთდება. ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი სტადია კი 6-19 ივლისს გაიმართება.

აქვე გეტყვით, 2015-16 წლების უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 2015
წლის 12-14-16 ნოემბერს თბილისში გაიმართება.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები ავსტრიის, ალბანეთისა და უელსის ნაკრები გუნდები იქნებიან.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ყველაზე საშინელი ჯგუფი შეგვხვდა შესაძლებლიდან
შაკო
14:43 03-12-2014
0
თბილისშია!!!!!!!გაჩნდა შანსი?საღორ რომ იჩალიჩეს(აგინეთ ეხლა სიჭინავა-არველაძეს)))).ესპანელები იქნებოდნენ წინააღმდეგი-პორტუგალიაში ჩატარების(კი ვიფიქრე ეგ ვარიანტი),პორტუგალიას არ აწყობდა ესპანეთში,არც თურქეთი მოეწონებოდა არცერთს და თბილისი ყველაზე კომპრომისული...
ახალი
15:12 03-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული