გიორგი არაბიძე: გადაწყდა, "შახტართან" კონტრაქტს იანვარში გავაფორმებ

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ლიდერი გიორგი არაბიძე იანვარში გააფორმებს კონტრაქტს დონეცკის "შახტართან". ეს უკვე გადაწყვეტილია.

"ახლა დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ "შახტართან" კონტრაქტს იანვარში გავაფორმებ.

გადაწყვეტილია ისიც, რომ ივლისამდე "ლოკომოტივში" დავრჩები და ზაფხულში მივაშურებ უკრაინას", - გვითხრა არაბიძემ, ვინც დონეცკური კლუბის სელექციონერები 17 და 19-წლამდელთა თბილისური შესარჩევი ციკლის დროს მოხიბლა.

ცნობილი მიზეზების გამო "შახტარი" მშობლიურ ქალაქსაა მოწყვეტილი და ხან კიევში თამაშობს, ხანაც - ლვოვში. ამის მიუხედავად, გუნდმა დამაჯერებლად დაძლია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბარიერი და ახლა მერვედფინალში ელოდება მეტოქეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 6 /
შახტარი საკუთარ სტადიონზე ვერ თამაშობს და რა გინდა დონეცკში?წადი ევროპაში,სადაც თითოეული მატჩი ფეხბურთის Dღესასწაულია!
akhali
14:22 12-12-2014
0
კარგი ბიჭია,ვუსურვოთ წარმატებები
Gela
14:41 12-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული