U17. საქართველო VS ბელორუსი - მიზანი მეოთხე ადგილია!

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ჯგუფში პირველობა ლატვიასთან დათმო, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მინსკში მიმდინარე "განვითარების თასზე" საპრიზო ადგილებისთვის ვეღარ იბრძოლებს და ახლა მხოლოდ IV-VI ადგილების დაკავებას შეეცდება.

გოჩა ტყებუჩავას გუნდის პირველი მეტოქე, 24 იანვარს, ტურნირის მასპინძელი ბელორუსის ნაკრებია. 25-ში კი საქართველოს ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდება. სწორედ ამ ორ შეხვედრაში გაირკვევა, რომელ ადგილზე დაასრულებენ ტურნირს ჩვენი ჭაბუკები.

დღეს მატჩი თბილისის დროით 17:20 სთ-ზე დაიწყება, თამაშისთვის თვალის მიდევნება კი შეგეძლებათ ამ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მალე ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში ჩაებმება. ჩვენი გუნდის მეტოქეები
მასპინძელი ჰოლანდია, ბელგია და ჩრდილოეთ ირლანდია იქნებიან.

ასევე იხილეთ:
U17. საქართველო-ლატვია 1:2 - დასანანი მარცხი [VIDEO]
U17. საქართველო-უკრაინა 2:0 - მეორე მოგება მინსკში [VIDEO+PHOTO]
U17. საქართველო-ირანი 1:0 - მინსკის ტურნირი გამარჯვებით დავიწყეთ!
მკითხველის კომენტარები / 3 /
შერჩევაზე ვიყავი გავოცდი ვინები გამოიძახა აი შედეგიც,აქედანვე აფუცებთ ბავშვებს დროზე მიხედეთ ასაკობრივ ნაკრებს დზალიან ბევრი კარგი ბავშვი დაიცაგრა ამ გამოძახების დროს იქ ვიყავი და ავინახე რაც მოხდა სირცხვილი ტყებუჩავას
0
ბიჭებო ყველაფერი წინაა, ამ ტურნირით კარგად მოემზადეთ, შედეგზე არც იფიქროთ.
gizog
13:46 24-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული