19:35 24-01-2015
U17. საქართველო-ბელორუსი 2:1 - "ახალი" არველაძე გვეზრდება [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრის 22-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ. ხუთ წუთში თურქული "ქასიმფაშას" ნახევარმცველმა ვატო არველაძემ (რევაზ არველაძის ვაჟი) ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი ასეც მორჩა.
მე-80 წუთზე, როცა ფინიშს აღარაფერი აკლდა, ინიციატივა საკუთარ თავზე კვლავ არველაძემ აიღო და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 2:1 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
ტურნირის მასპინძლებთან მატჩში გოჩა ტყებუჩავას გუნდმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ისიანი, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი, კობაური (41. კუხიანიძე), ბერძენაძე, ნინუა, სამურკასოვი (76. ყურაშვილი), არველაძე, კოხრეიძე (65. არაბიძე), კვანტალიანი (54. ბუღრიძე), გვასალია (50. წულეისკირი).
25 იანვარს საქართველოს ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდება. სწორედ ამ შეხვედრაში გაირკვევა, რომელ ადგილზე დაასრულებენ ტურნირს ჩვენი ჭაბუკები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მალე ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში ჩაებმება. ჩვენი გუნდის მეტოქეები მასპინძელი ჰოლანდია, ბელგია და ჩრდილოეთ ირლანდია იქნებიან.
ასევე იხილეთ:
U17. საქართველო-ლატვია 1:2 - დასანანი მარცხი [VIDEO]
U17. საქართველო-უკრაინა 2:0 - მეორე მოგება მინსკში [VIDEO+PHOTO]
U17. საქართველო-ირანი 1:0 - მინსკის ტურნირი გამარჯვებით დავიწყეთ!
მკითხველის კომენტარები / 8 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
დღეს იაპონიასთან რომელ საათზეა...ლაივში არ შემოგვთავაზებთ?
0
0
ყოჩაღ ბიჭებო, სულ წარმატებით გევლოთ. ვატო გაიხარე.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული