U17. საქართველო-ბელორუსი 2:1 - "ახალი" არველაძე გვეზრდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 იანვარს საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირ "განვითარების თასზე" IV-VI ადგილებისთვის პირველი მატჩი მასპინძელ ბელორუსთან გამართა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

შეხვედრის 22-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ. ხუთ წუთში თურქული "ქასიმფაშას" ნახევარმცველმა ვატო არველაძემ (რევაზ არველაძის ვაჟი) ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი ასეც მორჩა.

მე-80 წუთზე, როცა ფინიშს აღარაფერი აკლდა, ინიციატივა საკუთარ თავზე კვლავ არველაძემ აიღო და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 2:1 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

ტურნირის მასპინძლებთან მატჩში გოჩა ტყებუჩავას გუნდმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ისიანი, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი, კობაური (41.
კუხიანიძე), ბერძენაძე, ნინუა, სამურკასოვი (76. ყურაშვილი), არველაძე, კოხრეიძე (65. არაბიძე), კვანტალიანი (54. ბუღრიძე), გვასალია (50. წულეისკირი).

25 იანვარს საქართველოს ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდება. სწორედ ამ შეხვედრაში გაირკვევა, რომელ ადგილზე დაასრულებენ ტურნირს ჩვენი ჭაბუკები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მალე ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში ჩაებმება. ჩვენი გუნდის მეტოქეები მასპინძელი ჰოლანდია, ბელგია და ჩრდილოეთ ირლანდია იქნებიან.

ასევე იხილეთ:
U17. საქართველო-ლატვია 1:2 - დასანანი მარცხი [VIDEO]
U17. საქართველო-უკრაინა 2:0 - მეორე მოგება მინსკში [VIDEO+PHOTO]
U17. საქართველო-ირანი 1:0 - მინსკის ტურნირი გამარჯვებით დავიწყეთ!
მკითხველის კომენტარები / 8 /
დღეს იაპონიასთან რომელ საათზეა...ლაივში არ შემოგვთავაზებთ?
ზაზა
14:29 25-01-2015
0
ყოჩაღ ბიჭებო, სულ წარმატებით გევლოთ. ვატო გაიხარე.
gizog
19:31 25-01-2015
0

სიახლეები პოპულარული