17-წლამდელები: ჯერ სლოვაკეთი, მერე დიუსელდორფი, ბოლოს უდენი...

AutoSharing Option
გადაწყდა, რომ 24 და 26 თებერვალს, გოჩა ტყებუჩავას გაწვრთნილი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ორ საშინაო ამხანაგურ შეხვედრაში სლოვაკ თანატოლებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ტყებუჩავას გუნდი შეკრებაზე 20 თებერვლიდან გადავა და სლოვაკებთან მატჩებისთვის ეროვნული გუნდის საწვრთნელ ცენტრ "ბასაზე" მოემზადება.

გადაწყვეტილია ისიც, რომ ორივე სპარინგი "მიხეილ მესხზე" ჩატარდება და 14 საათზე დაიწყება.

ახლა უკვე შეგვიძლია დაზუსტებით ჩამოვწეროთ 17-წლამდელთა მოსამზადებელი გრაფიკი ჰოლანდიაში გასამართავი ელიტრაუნდის წინ.

ჩვენი გუნდი 3 მარტს გაემგზავრება დიუსელდორფში, საიდანაც 11 მარტს ჰოლანდიაში გადავა. ელიტრაუნდის მატჩებს პატარა ქალაქი უდენი
უმასპინძლებს, თავად ელიტრაუნდი კი 12 მარტს აიღებს სტარტს. მასპინძელი გუნდის გარდა, ტყებუჩავას შეგირდები ბელგიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდებიან.

სლოვაკებთან გასამართავი ორი ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობას ტყებუჩავა მომავალ კვირაში დაასახელებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ტყებუჩავას ანდეთ,17თა ნაკრები?ესეიგი ჩვენი საშველი არ არის,ტყებუჩავას დარეკვით და პატრონების მიხედვით ყავს შერჩეული ბავშვები ეს ნამდვილად ვიცი მიტოა ქართული ფეხბურთის საქმე კარგად გრცხვენოდეთ ცოტა ხმა ამოვიგოთ
0
ველოდები 17ბის შემადგენლობის დასახელებას,მერე ამოვიგებ ხმას ჯერ ფეხბურთის ფედერაციას მივმართავ მერე პირდაპირ პრემიერ მინისტრს უნდა შევხვდე ტყებუჩავას ვინ არჩევიებს და ვინ კარნახობს შემადგენლობას უნდა გავარკვიოთ,ეგეც არველაძეების მოყვანილია
daTo
17:48 10-02-2015
0

სიახლეები პოპულარული