ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ამ შეკრებაზე 22 ფეხბურთელია გამოძახებული:
მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი ("საბურთალო"), ლევან ისიანი ("დინამო", თბილისი).
მცველები: ნიკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური (ყველა - "დინამო", თბილისი), გიორგი ბერძენაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ომარ ბულუხაძე ("საბურთალო"), თორნიკე ჭურაძე ("ზესტაფონი"), ლუკა ასათიანი, დიმიტრი ვირუბოვი (ორივე - 35-ე სკოლა).
ნახევარმცველები: ბექა ნიკოლაშვილი, გიორგი კოხრეიძე, გაგა კუხიანიძე (ყველა -
თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე, ლაშა ლეჟავა (ორივე - "ლოკომოტივი", თბილისი), თორნიკე მუზაშვილი ("საბურთალო"), ირაკლი ბუღრიძე ("დინამო", თბილისი), გიორგი გვასალია ("ვიტ ჯორჯია").
თურქეთში არსებული უამინდობისა და გადადებული ფრენების გამო ნაკრებს ერთი დღით გვიან შეუერთდება "ქასიმფაშაში" მოთამაშე ვატო არველაძე.
სლოვაკეთის 17-წლამდელთა ნაკრები თბილისში 23 თებერვალს ჩამოვა. ამხანაგური მატჩები კი 24 და 26 თებერვალს გაიმართება. ორივე მატჩი დღის 14:00 საათზე დაიწყება და "მიხეილ მესხის" სტადიონზე ჩატარდება.
ეს შეკრება და ამხანაგური მატჩები 17-წლამდელების თბილისური მზადების ბოლო ეტაპი იქნება. ამის შემდეგ, 3 მარტს ნაკრები გერმანიაში გაემგზავრება და ელიტრაუნდის დასკვნით შეკრებას დიუსელდორფთან ახლომდებარე ქალაქში გაივლის.