საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები სლოვაკეთთან მატჩებისთვის 20 თებერვლიდან შეიკრიბება

AutoSharing Option
სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, 20 თებერვალს, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" საწვრთნელ შეკრებას დაიწყებს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები. გოჩა ტყებუჩავას გუნდი სლოვაკეთის თანატოლთა ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრების ჩასატარებლად მოემზადება.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ამ შეკრებაზე 22 ფეხბურთელია გამოძახებული:

მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი ("საბურთალო"), ლევან ისიანი ("დინამო", თბილისი).
მცველები: ნიკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური (ყველა - "დინამო", თბილისი), გიორგი ბერძენაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ომარ ბულუხაძე ("საბურთალო"), თორნიკე ჭურაძე ("ზესტაფონი"), ლუკა ასათიანი, დიმიტრი ვირუბოვი (ორივე - 35-ე სკოლა).
ნახევარმცველები: ბექა ნიკოლაშვილი, გიორგი კოხრეიძე, გაგა კუხიანიძე (ყველა -
"საბურთალო"), ვატო არველაძე ("ქასიმფაშა", თურქეთი), აკაკი ყურაშვილი ("დინამო", თბილისი), რატი არდაზიშვილი, დავით სამურკასოვი (ორივე - "ლოკომოტივი", თბილისი).
თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე, ლაშა ლეჟავა (ორივე - "ლოკომოტივი", თბილისი), თორნიკე მუზაშვილი ("საბურთალო"), ირაკლი ბუღრიძე ("დინამო", თბილისი), გიორგი გვასალია ("ვიტ ჯორჯია").

თურქეთში არსებული უამინდობისა და გადადებული ფრენების გამო ნაკრებს ერთი დღით გვიან შეუერთდება "ქასიმფაშაში" მოთამაშე ვატო არველაძე.

სლოვაკეთის 17-წლამდელთა ნაკრები თბილისში 23 თებერვალს ჩამოვა. ამხანაგური მატჩები კი 24 და 26 თებერვალს გაიმართება. ორივე მატჩი დღის 14:00 საათზე დაიწყება და "მიხეილ მესხის" სტადიონზე ჩატარდება.

ეს შეკრება და ამხანაგური მატჩები 17-წლამდელების თბილისური მზადების ბოლო ეტაპი იქნება. ამის შემდეგ, 3 მარტს ნაკრები გერმანიაში გაემგზავრება და ელიტრაუნდის დასკვნით შეკრებას დიუსელდორფთან ახლომდებარე ქალაქში გაივლის.
მკითხველის კომენტარები / 8 /
უნამუსოა არველაძეებიც და ტყებუცავაც. მართლაც რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი ეწირება ამათ უსამართლობას.ის უმოქმედობა მოედანზე ზოგ-ზოგიერთებისთვის საპატიოა. მაინც ხვდებიან ნაკრებში. ჩემს შვილს პირადად არ მისცა არანაირი შანსი.არაუშავს ნიჭიერი არსად დაიკარგება, ტრებუჩავა კი ..... სახელით დარჩება მუდამ.ის ძალიან ბევრ ნიჭიერ ბავშვს უკარგავს ინტერესს. გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი.მაგრამ რას ვიზამთ, ეს ხომ საქართველოა. ნაცნობები, მეგობრები, ფული.ნუთუ ამ უკმაყოფილო მშობლების კომენტარს ფედერაციაში არავინ ეცნობა. არ აინტერესებთ იმიტომ რომ მათ შვილებს არ ეხება უსამართლობა. ტღებუჩავა ......
კახი
16:54 23-02-2015
0
არველაძების სიმპატია მაქვს მივიყვანე მაგათ სახელობის სკოლაში შვილი ველოდები შედეგებს ამდენი უატყოფითი რო წავიკითხე ცოტა არიყოს დავფიქრდი ნეტა რა ბედი ელის ჩემ შვილს და სხვა ნიჭიერ ახალგაზრდებს
mixo
16:11 22-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული