U17. საქართველო-სლოვაკეთი 1:0 - გამარჯვება არაბიძის გოლით

AutoSharing Option
24 თებერვალს, საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა სლოვაკ თანატოლთა გუნდთან გამართა და ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა.

მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართულ შეხვედრაში ერთადერთი  გოლი გიორგი არაბიძემ გაიტანა.

გოჩა ტყებუჩავას გაწვრთნილი გუნდი სლოვაკებს 26 თებერვალსაც დაუპირისპირდება, რითაც დაასრულებს ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის სამზადისის თბილისურ ეტაპს.

3 მარტს ქართველი ჭაბუკები გერმანიაში გაემგზავრებიან და დასკვნით შეკრებას დიუსელდორფთან ახლოს, ერთ-ერთ პატარა ქალაქში გაივლიან. ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში საქართველოს ნაკრების მეტოქეები მასპინძელი ჰოლანდია, ბელგია და ჩრდილოეთი ირლანდია იქნებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული