მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გიორგი არაბიძემ გაიტანა.
გოჩა ტყებუჩავას გაწვრთნილი გუნდი სლოვაკებს 26 თებერვალსაც დაუპირისპირდება, რითაც დაასრულებს ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის სამზადისის თბილისურ ეტაპს.
3 მარტს ქართველი ჭაბუკები გერმანიაში გაემგზავრებიან და დასკვნით შეკრებას დიუსელდორფთან ახლოს, ერთ-ერთ პატარა ქალაქში გაივლიან. ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში საქართველოს ნაკრების მეტოქეები მასპინძელი ჰოლანდია, ბელგია და ჩრდილოეთი ირლანდია იქნებიან.