მასპინძელი ნაკრების გარდა, ჩვენს გუნდს ბელგიელ და ჩრდილოირლანდიელ თანატოლებთან ექნებათ ურთიერთობა გასარკვევი.
გერმანული შეკრების შემდეგ გოჩა ტყებუჩავამ საელიტრაუნდოდ ორ ფეხბურთელზე თქვა უარი. თბილისში ბრუნდებიან თორნიკე მუზაშვილი და ერეკლე მალაზონია.
მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი ("საბურთალო"), ლევან ისიანი ("დინამო", თბილისი).
მცველები: ნიკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური (ყველა - "დინამო", თბილისი), გიორგი ბერძენაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ომარ ბულუხაძე ("საბურთალო"), თორნიკე ჭურაძე ("ზესტაფონი").
ნახევარმცველები: ბექა ნიკოლაშვილი, გიორგი კოხრეიძე,
თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე ("ლოკომოტივი", თბილისი), ირაკლი ბუღრიძე ("დინამო", თბილისი), გიორგი გვასალია ("ვიტ ჯორჯია").
ელიტრაუნდის სასტარტო მატჩს საქართველოს ნაკრები 12 მარტს, 22 საათზე ჰოლანდიელ 17-წლამდელებთან გამართავს. სამი საათით ადრე ბელგია და ჩრდილოეთი ირლანდია ითამაშებენ.
ჩვენი მატჩის ვრცელ წინათქმას "ლელოს" მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"