17-წლამდელთა ნაკრები - ჰოლანდიაში, ერეკლე მალაზონია და თორნიკე მუზაშვილი - თბილისში

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა გერმანული შეკრება დაასრულა და დღეიდან ჰოლანდიაში გადაბარგდება, სადაც 12 მარტს ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი იწყება.

მასპინძელი ნაკრების გარდა, ჩვენს გუნდს ბელგიელ და ჩრდილოირლანდიელ თანატოლებთან ექნებათ ურთიერთობა გასარკვევი.

გერმანული შეკრების შემდეგ გოჩა ტყებუჩავამ საელიტრაუნდოდ ორ ფეხბურთელზე თქვა უარი. თბილისში ბრუნდებიან თორნიკე მუზაშვილი და ერეკლე მალაზონია.

მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი ("საბურთალო"), ლევან ისიანი ("დინამო", თბილისი).
მცველები: ნიკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური (ყველა - "დინამო", თბილისი), გიორგი ბერძენაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ომარ ბულუხაძე ("საბურთალო"), თორნიკე ჭურაძე ("ზესტაფონი").
ნახევარმცველები: ბექა ნიკოლაშვილი, გიორგი კოხრეიძე,
გაგა კუხიანიძე (ყველა - "საბურთალო"), ვატო არველაძე ("ქასიმფაშა", თურქეთი), აკაკი ყურაშვილი ("დინამო", თბილისი), რატი არდაზიშვილი, დავით სამურკასოვი (ორივე - "ლოკომოტივი", თბილისი).
თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე ("ლოკომოტივი", თბილისი), ირაკლი ბუღრიძე ("დინამო", თბილისი), გიორგი გვასალია ("ვიტ ჯორჯია").

ელიტრაუნდის სასტარტო მატჩს საქართველოს ნაკრები 12 მარტს, 22 საათზე ჰოლანდიელ 17-წლამდელებთან გამართავს. სამი საათით ადრე ბელგია და ჩრდილოეთი ირლანდია ითამაშებენ.

ჩვენი მატჩის ვრცელ წინათქმას "ლელოს" მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ხოდა ამ უცოდინარმა მწვრტნელმა ვინ უნდა გამოეშვა და ვინ უნ უნდა დაეტოვა აზრზე არაა, ხოდა პასუხის გაცემა მოუწევს ამ გადადგმული ნაბიჯისტვის.
Ashifsnd
10:07 18-03-2015
0
მატჩის ლინკს შემოგვთავაზებთ?
zaza
12:27 11-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული