09:55 13-03-2015
U17. ჰოლანდია-საქართველო 2:0 - ასეთი თამაშით გაგვიჭირდება [VIDEO+PHOTO]
AutoSharing Option
ჩვენი გუნდის დამრიგებელმა გოჩა ტყებუჩავამ ის განლაგება აირჩია, რომელიც არაერთხელ გამოუცდია საკონტროლო შეხვედრებში. შეტევისას ქართველები სწორედ ამ სქემით მოქმედებდნენ, დაცვითი ოპერაციებისას კი ჩვენი განლაგება უკვე 4-5-1-ით იცვლებოდა.
პირველი ტაიმი ჰოლანდიელებმა მინიმალური ანგარიშით მოგვიგეს. ისინი გარკვეულ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და საქართველოს ნაკრებთან შედარებით მწვავედაც უტევდნენ.
მასპინძლებმა ანგარიში უკვე მე-10 წუთზე გახსნეს. თავი ფორვარდმა ნაიჯელ რობერტამ გამოიჩინა.
მე-17 წუთზე ჰოლანდიას კიდევ ერთი შანსი მიეცა, მაგრამ ამჯერად, საქართველოს ნაკრების მეკარე ისიანმა დილროსუნს არ გაატანინა. ორ წუთში საგოლე მომენტით ვერ ისარგებლა ფერნანდესმა, რომელსაც სიზუსტე დააკლდა.
22-ე წუთზე ქართველებმაც შეუტიეს, მაგრამ ჩვენი გუნდიდან გამორჩეულ გიორგი არაბიძეს ჰოლანდიელთა კარის დარაჯმა ბილოვმა აჯობა. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების მეკარე ისიანმა კიდევ ორ შემთხვევაში იყოჩაღა.
მოხდა ისე, რომ ტყებუჩავას პირველივე ტაიმში მოუხდა შეცვლის გაკეთება. ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა ადგილი ომარ ბულუხაძეს დაუთმო. უნდა ვივარაუდოთ, რომ ლუკას ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი...
ზემოთ არაბიძის აქტიურობაზე ვთქვით. ქართველთა ერთადერთ საგოლე შანსს რომ თავი დავანებოთ, სწორედ არაბიძის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის მიიღო ყვითელი ბარათი ბულტამმა.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა შედარებით აქტიურად ჩაატარა. კოხრეიძემ კარს ააცილა, ჰოლანდიამ კი გოლი იქვე "დაგვახვედრა". თავი ფოსუ-მენსამ გამოიჩინა, რამაც თითქმის ყველაფერი გადაწყვიტა.
მას შემდეგ, რაც ელიტრაუნდის მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს, თამაში შედარებით გაიხსნა. ისიანმა ფერნანდესს ერთხელაც არ გაატანინა, მერე არაბიძემ ააცილა.
თამაშის ბოლომდე საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კართან სიტუაცია ოთხჯერ დაძაბა. სამწუხაროდ, არველაძის, კუხიანიძის, ყურაშვილისა და არაბიძის დარტყმებს სიზუსტე დააკლდათ.
მართალია, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ჯგუფის ფავორიტთან დამარცხდა, მაგრამ ზოგადად, ასეთი თამაშით თუნდაც მეორე ადგილზე გასვლა გაგვიჭირდება.
ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. III ჯგუფი. I ტური
12.03. ჰოლანდია. სხინდელი
ჰოლანდია-საქართველო 2:0
გოლები: 1:0 რობერტა (10), 2:0 ფოსუ-მენსა (49).
ჰოლანდია (4-3-3): ბილოვი - ტრუპე, ფოსუ-მენსა, დე ლანჟი, ვან დრონგელენი - ბულტამი, ბილეველდი (61. გროტი), ეიტინგი - ფერნანდესი (72. დე ლიტი), რობერტა (61. მალენი), დილროსუნი.
სათადარიგოები: ნიიჰუისი, კოპმიერენსი, კნოსტერი.
მწვრთნელი: მაარტენ სტეკელენბურგი
საქართველო (4-3-3): ისიანი - ბერძენაძე (54. ჭურაძე), ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი (32. ბულუხაძე), კობოური - კუხიანიძე, არველაძე, ყურაშვილი - არაბიძე, გვასალია (66. ბუღრიძე), კოხრეიძე.
სათადარიგოები: ჩოჩიშვილი, ნიკოლაშვილი, არდაზიშვილი, სამურკასოვი
მწვრთნელი: გოჩა ტყებუჩავა
გაფრთხილება: არაბიძე (24), ბულტამი (40), ფოსუ-მენსა (53)
არბიტრი: ფარკაში (უნგრეთი)
ბელგია-ჩრ. ირლანდია 4:0
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბელგია 1 1 0 0 4-0 3
2. ჰოლანდია 1 1 0 0 2-0 3
3. საქართველო 1 0 0 1 0-2 0
4. ჩრ. ირლანდია 1 0 0 1 0-4 0
14 მარტი
საქართველო-ბელგია 17:00
ჰოლანდია-ჩრ. ირლანდია 20:00
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
დამშვიდდით! არაფერც არ გაგვიჭრიდება
0
0
ეს ყველაფერი ტრებუჩავას ბრალია. სხვა მოტამაშეებს არ აძლებს თავის დამკვიდრების შესაძლებლობას. სულ ერთი და იგივე ბავშვებით ყავს ნაკრები დაკომპლექტებული.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული