22:09 14-03-2015
U17. საქართველო-ბელგია 0:4 - ევროპაზე ფიქრი დავასრულეთ [VIDEO]
AutoSharing Option
გოჩა ტყებუჩავას შეგირდებმა ამ წაგებით ტურნირის ფინალურ სტადიაზე გასვლის შანსი დაკარგეს და შესაბამისად, მათი ბოლო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიასთან, ამ მხრივ, მხოლოდ ფორმალობაა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჭაბუკებმა პირველ მატჩში ტურნირის მასპინძელ ჰოლანდიელებთან 0:2 წააგეს.
14 მარტს გამართულ შეხვედრაში ბელგიელებმა ანგარიში ალფერ ადემოღლუს ზუსტი 11-მეტრიანით, მე-17 წუთზე გახსნეს. მალევე უპირატესობა ორბურთიანი დენის ვან ვანერბერგმა (21) გახადა, მეორე ტაიმში კი ლევან ისიანის კარში გოლები ორელ მანგალიამ (64) და მატის ტეისმა (74) გაიტანეს.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მატჩი ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: ისიანი, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი (67, ბულუხაძე), კობოური, ჭურაძე, ყურაშვილი (27, ნიკოლაშვილი), არველაძე, კოხრეიძე, სამურკასოვი, არაბიძე (44, არდაზიშვილი), ბუღრიძე.
ასევე იხილეთ:
U17. ჰოლანდია-საქართველო 2:0 - ასეთი თამაშით გაგვიჭირდება [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 28 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მოაცილეთ ტკებუჩავა საერტოდ ფეხბურთს არველაზეების ...
0
0
ნიკა ფედერაციის და არველაზეების მონა ხარ ხმას როგორ იგეფ საერტოდ ...
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული