U17. საქართველო-ბელგია 0:4 - ევროპაზე ფიქრი დავასრულეთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ჯგუფში მეორე შეხვედრა ბელგიელ თანატოლებთან გამართა და დიდი ანგარიშით დამარცხდა - 0:4.

გოჩა ტყებუჩავას შეგირდებმა ამ წაგებით ტურნირის ფინალურ სტადიაზე გასვლის შანსი დაკარგეს და შესაბამისად, მათი ბოლო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიასთან, ამ მხრივ, მხოლოდ ფორმალობაა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჭაბუკებმა პირველ მატჩში ტურნირის მასპინძელ ჰოლანდიელებთან 0:2 წააგეს.

14 მარტს გამართულ შეხვედრაში ბელგიელებმა ანგარიში ალფერ ადემოღლუს ზუსტი 11-მეტრიანით, მე-17 წუთზე გახსნეს. მალევე უპირატესობა ორბურთიანი დენის ვან ვანერბერგმა (21) გახადა, მეორე ტაიმში კი ლევან ისიანის კარში გოლები ორელ
მანგალიამ
(64) და მატის ტეისმა (74) გაიტანეს.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მატჩი ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: ისიანი, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი (67, ბულუხაძე), კობოური, ჭურაძე, ყურაშვილი (27, ნიკოლაშვილი), არველაძე, კოხრეიძე, სამურკასოვი, არაბიძე (44, არდაზიშვილი), ბუღრიძე.

ასევე იხილეთ:
U17. ჰოლანდია-საქართველო 2:0 - ასეთი თამაშით გაგვიჭირდება [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 28 /
მოაცილეთ ტკებუჩავა საერტოდ ფეხბურთს არველაზეების ...
kaxa
13:32 17-03-2015
0
ნიკა ფედერაციის და არველაზეების მონა ხარ ხმას როგორ იგეფ საერტოდ ...
juba
10:14 17-03-2015
0

სიახლეები პოპულარული