U18. საქართველო-უკრაინა 1:3 - მაისურაძის ზედიზედ მეორე წაგება

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიის ოთხთა ტურნირზე ორი მატჩი გამართა და ორივეში დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ვასილ მაისურაძის გაწვრთნილები პირველ შეხვედრაში პოლონელებთან დამარცხდნენ (0:1), 25 მარტს კი უკრაინას დაუპირისპირდნენ და კვლავ წააგეს, ამჯერად - 1:3.

ჩვენებიდან ერთადერთი გოლი თბილისის "დინამოს" თავდამსხმელმა ბექა მიქელთაძემ გაიტანა.

მაისურაძის გუნდი მომდევნო მატჩს ხვალ, 27 მარტს, მასპინძელ ლატვიასთან ჩაატარებს და შეკრებასაც დაასრულებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული