გასულ ტურში "უნტერჰახინგმა" სტუმრად "შტუტგარტის" დუბლებს 3:1 მოუგო, მამით გერმანელმა და დედით ქართველმა ლუკას ჰუფნაგელმა კი დუბლი შეასრულა და ბავარიულ გუნდს გასავარდნთა ზონიდან ერთი საფეხურით დაწინაურებაში დაეხმარა.
გერმანიის საფეხბურთო კავშირის საიტზე გულშემატკივართა გამოკითხვაში ჰუფნაგელი მესამე ბუნდესლიგის 34-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. "უნტერჰახინგის" 21 წლის ნახევარმცველმა საერთო რაოდენობის 65,5 პროცენტი, ანუ 704 ხმა მიიღო.
საქართველოსა და გერმანიის მოქალაქე ჰუფნაგელს ჩვენი ქვეყნის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია. ამავე დროს, მის მიმართ ინტერესს ისიც ზრდის,
ცხადია, ისმის კითხვა - საინტერესოა თუ არა ეს ბიჭი ეროვნულ ან ახალგაზრდულ ნაკრებთა მწვრთნელებისთვის?
როგორც გვითხრეს, ჰუფნაგელი, შესაძლოა, ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახონ. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ოთარ გაბელიამ მის მიმართ ინტერესი დაგვიდასტურა.
"ეროვნულ ნაკრებში არა, მაგრამ ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ ჰუფნაგელი ახალგაზრდულში გამოგვადგეს. ის გერმანიაშია და იმედია, გაიზარდა, როგორც ფეხბურთელი.
ახლა კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჰუფნაგელი ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებულ სიაშია და ვაკვირდებით.
იმავეს ვიტყვი ზაპოროჟიეს "მეტალურგის", დონეცკის "შახტარისა" და უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების საყრდენ ნახევარმცველებზე - ვაკო გვილიასა და ბექა ვაჩიბერაძეზე.
ეგაა, სამივეს მოქალაქეობის საკითხი აქვს მოსაგვარებელი, გამოძახების შემთხვევაში კი, ჰუფნაგელს პასპორტი ექნება გასაახლებელი", - ამბობს გაბელია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"