ამ მატჩში მესამე გოლი ქართველთა კარში ქართული წარმოშობის უკრაინელის, ბექა ვაჩიბერაძის ანგარიშზეა, მან პენალტი გაიტანა.
მატჩის შემდეგ "შახტარის" შემტევი უკრაინულ მედიასთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა:
"ჩვენ კარგად მოვემზადეთ მეტოქესთან სათამაშოდ. გუშინ შევისწავლეთ მათი თამაში, აღმოვაჩინეთ სუსტი წერტილები და მოვუგეთ.
ვფიქრობ, უკრაინის გამარჯვება დამსახურებულია", - განაცხადა ვაჩიბერაძემ.
შეგახსენებთ, რომ ორივე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის ემზადება.
ასევე იხილეთ:
U19. უკრაინა-საქართველო 3:0 - ქართველმაც
U19. უკრაინა-საქართველო 0:0 - უკრაინამ ვერაფერი დაგვაკლო [VIDEO+PHOTO]