ალექსანდრე ჩივაძე: 19-წლამდელებშიც არიან საინტერესო ფეხბურთელები, მაგრამ...

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს იწყებს. ალექსანდრე ჩივაძის შეგირდების მეტოქე 3 ივნისს სანმარინოელი ახალგაზრდები იქნებიან. მათ გარდა, ჩვენს ჯგუფში არიან ესპანელი, ხორვატი, შვედი და ესტონელი 21-წლამდელები.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც სან მარინოში დღეს, 1-ელ ივნისს მიემგზავრება, სასტუმრო "ბომონდ გარდენში" იყო შეკრებაზე. 31 მაისს ნაკრების თავკაცმა სწორედ იქ გამართა პრესკონფერენცია.

- როგორც იცით, 22 მაისს დასრულდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, 26 მაისს იყო თასის ფინალი, მერე იყო საპლეიოფო მატჩი... ამის გამო, თავდაპირველად, "ბასაზე" ვავარჯიშებდით იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ამ თამაშებში არ
მონაწილეობდნენ.

ასე რომ, სრულფასოვანი შეკრება მხოლოდ 28 მაისიდან დავიწყეთ. 1-ელ ივნისს შეუერთდებიან ნაკრებს ლეგიონერები - დვალი, გადრანი და დარციმელია.

რაც შეეხება გიორგი გოროზიას, მის გუნდს თასის თამაში აქვს. "სტაბეკმა" წერილობით გვთხოვა, ამ ეტაპზე გოროზიას გამოძახებისგან თავი შეგვეკავებინა. ამიტომაც დარჩა ის გუნდში.

- სხვა დანაკლისი ხომ არ გაქვთ?
- ბოლო ვარჯიშზე დაშავდნენ ალექსანდრე გურეშიძე და ირაკლი გოგინაშვილი. ისინი ვერ დაგვეხმარებიან სან მარინოსთან მატჩში.

- საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებიც არ არიან ნაკრებში...
- მათ ელიტრაუნდი აქვთ. ამ ნაკრებში ნამდვილად არიან ჩვენთვის საინტერესო ფეხბურთელები... მაგალითად, ესპანეთთან მომეწონა ხარაიშვილი, კარგი იყო კიტეიშვილიც... არიან საინტერესო მცველები... მეტ დაკონკრეტებას მოვერიდები.

- სან მარინოს ნაკრებს თუ იცნობთ?
- კი, ვნახეთ ამ გუნდის მატჩები. ბიჭებს კი ვაჩვენებთ სან მარინოს საშინაო თამაშს ფინეთთან, რომელიც 0:0 დასრულდა. დღეს ყველა მეტოქე უნდა დააფასო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხარაიშვილიც და კიტეიშვილიც გასული საუკუნის ფეხბურთს თამაშობენ.
loko
13:46 01-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული