საბოლოოდ დაზუსტდა შემადგენლობა, რომლითაც ჩვენი გუნდი მასპინძელთა წინააღმდეგ ითამაშებს.
ალექსანდრე ჩივაძის გუნდს, ბოლო მომენტში, ტრავმების გამო გამოაკლდნენ ბოლნისის "სიონის" მცველი სანდრო გურეშიძე და მოლდოვური "საქსანის" შემტევი ირაკლი გოგინაშვილი.
მთლიანობაში, ჩივაძის რჩეულთა სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: ბექა ქურდაძე (საბურთალო), ბაჩო მიქავა (ლოკომოტივი);
მცველები: დათო უბილავა, ნიკა სანდოხაძე (ორივე - ლოკომოტივი), ავთო ენდელაძე (ზუგდიდი), ლაშა დვალი
ნახევარმცველები: ლუკა კიკაბიძე (ბასტია, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი ერისთავი (დილა), ლევან შენგელია (კოლხეთი, ფ), მათე ცინცაძე, საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი (ყველა - დინამო, თბ);
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა, ბაჩანა არაბული (ორივე - ცხინვალი), დავით დარციმელია (ნირედიჰაზა, უნგრეთი), მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"