საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სან მარინოში გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სან მარინოში გაემგზავრა, სადაც 3 ივნისს, ევროშესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრაში მასპინძელ თანატოლებს შეხვდება. სანმარინოელთა გარდა, ჩვენს ჯგუფში არიან ესპანეთი, შვედეთი, ხორვატია და ლატვია.

საბოლოოდ დაზუსტდა შემადგენლობა, რომლითაც ჩვენი გუნდი მასპინძელთა წინააღმდეგ ითამაშებს.

ალექსანდრე ჩივაძის
გუნდს, ბოლო მომენტში, ტრავმების გამო გამოაკლდნენ ბოლნისის "სიონის" მცველი სანდრო გურეშიძე და მოლდოვური "საქსანის" შემტევი ირაკლი გოგინაშვილი.

მთლიანობაში, ჩივაძის რჩეულთა სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: ბექა ქურდაძე (საბურთალო), ბაჩო მიქავა (ლოკომოტივი);
მცველები: დათო უბილავა, ნიკა სანდოხაძე (ორივე - ლოკომოტივი), ავთო ენდელაძე (ზუგდიდი), ლაშა დვალი
(ქასიმფაშა, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (დინამო, თბ), დაჩი ცნობილაძე (სიონი), გიორგი გადრანი (ჩერნომორეცი, უკრაინა);
ნახევარმცველები: ლუკა კიკაბიძე (ბასტია, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი ერისთავი (დილა), ლევან შენგელია (კოლხეთი, ფ), მათე ცინცაძე, საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი (ყველა - დინამო, თბ);
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა, ბაჩანა არაბული (ორივე - ცხინვალი), დავით დარციმელია (ნირედიჰაზა, უნგრეთი), მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვუსურვებ წარმატებას ჩვენ ბიჭებს ისინი ნიჭიერები და მებრძოლები არიან ყავთ დიდებული მწვრთნელი ოქროს თაობის დიდებული ფეხბერთელი ვისურვებდი ერთი ორი მაინც აღეზარდოს მისთანა ქართულ ფეხბურთში
emzari
11:14 02-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული