U19: ელიტრაუნდში კარი გავიჯახუნეთ, ევროპის ჩემპიონატზე კი ესპანეთი ითამაშებს

AutoSharing Option
3 ივნისს 19-წლამდელთა ელიტრაუნდის ბოლო, მესამე ტურის მატჩები გაიმართა. ვაკის სტადიონზე გიორგი დევდარიანის გუნდი თურქეთის ნაკრებს შეხვდა და 2:1 დაამარცხა.

აუტსაიდერთა მატჩს სატურნირო დატვირთვა აღარ ჰქონდა, რადგან ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შანსი საქართველოს და თურქეთს აღარ ჰქონდათ.

41-ე წუთზე ჩენგიზ უნდერმა გახსნა ანგარიში. 57-ე წუთზე ანგარიში შეცვლაზე შესულმა გიორგი თევზაძემ შესანიშნავი გოლით გაათანაბრა. 87-ე წუთზე საქართველოს გამარჯვება გურამ გოშთელიანმა მოუტანა - 2:1.

ვაკის სათადარიგო სტადიონზე ერთმანეთს ჯგუფის ლიდერები - ესპანეთი და პორტუგალია შეხვდნენ. ესპანელებმა 4:0 მოიგეს. 

პირველი ტაიმი ესპანელებმა 2:0
მოიგეს, გოლები აარონ კარიკოლმა და ბორხა მაიორალმა გაიტანეს. მეორე ტაიმშიც ორი გოლი გაიტანეს ესპანელებმა, გოლები მარკო ასენსიომ და ალფონსო პედრასამ გაიტანეს. ამრიგად, ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარი კი გავიჯახუნეთ მაგრამ მეტი შეგვეძლო რატომღაც ნაკრების თამაშში შეინჩნეოდა ზოგჯერ მოუნდობლობა და უზუსტობა ვერ ვიტყვი რომ ესპანელები ან პორტუგალიელები რაგაც განსაკუთრებული მაყლა იყვნენ ჩვენზე კლასით თუმცა ალბათ მეტი პროფესიონალიზმით და სათამაშო დისციპლინით გვაჯიბეს ალბათ ამას უნდა მიეცეს მეტი ყურადღება რომ მომავალში უფრო წარმატებით გამოვიდეთ
ემზარი
08:49 04-06-2015
0

სიახლეები პოპულარული