საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სან მარინო იოლად დაამარცხა

AutoSharing Option
3 ივნისს, სან მარინოს ქალაქ სერავალეში, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში სან მარინოს საქართველოს ნაკრები ესტუმრა და 3:0 დაამარცხა.

ანგარიში ტაიმის მიწურულს გაიხსნა, როცა უბილავას პასით გოლი ნიკა კაჭარავამ გაიტანა. მიმდინარეობდა მატჩის 44-ე წუთი.

58-ე წუთზე ნიკა კაჭარავამ დუბლი შეასრულა, 81-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მასპინძლები ბოლო წუთზე ათნი დარჩნენ.

ეს 2017 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მე-6 შესარჩევი ჯგუფის პირველი მატჩია. ფინალური ეტაპი 2017 წელს პოლონეთში გაიმართება.

სან მარინოს გარდა, ჩვენი მეტოქეები ხორვატია, ესტონეთი, ესპანეთი და შვედეთია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი დასაწყისია მაგრამ ამის შემდეგ უფრო ძლიერ ნაკრებებთან მოგვიწევს თამაში შეიძლება ესტონეთთანაც არგაგვიჭირდეს მოგება ესპანეთი და ხორვატია კი ძალინ ძლიერები არიან არც შვედები არიან ხელწამოსაკრავები ამიტომ მთელი მონდომებით და მთელი გულით უნდა ვითამაშოთ ვფიქრობ გვაქვს პოტენციალი წარმატებით გამოვიდეთ ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს წარმატებას და იღბალს
ემზარი
07:15 04-06-2015
0
კაია მოგებით დაწყება
BaCho
09:01 04-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული