გუნდმა, რომელიც ნოემბერში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს თბილისში გამართავს, საწვრთნელი შეკრება დაიწყო.
საწვრთნელი შეკრების პერიოდში მაისურაძემ ამხანაგური მატჩებიც დაგეგმა. ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ორ სპარინგს ჩაატარებს პოლონეთთან, რომელიც თბილისს 13 ივნისს ესტუმრება, თამაშები კი 14 და 16 ივნისს, "მიხეილ მესხზე" გაიმართება. ორივე მატჩი 18 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
მაისურაძემ შეკრებაზე ეს ფეხბურთელები გამოიძახა:
მეკარეები: ბექა ქურდაძე, გიორგი ჩოჩიშვილი
მცველები: ლუკა ლოჩოშვილი, ანდრო ნემსაძე, ლუკა გადრანი (ყველა - დინამო, თბ), ირაკლი კომახიძე (შუქურა), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), გიორგი თვარაძე (ლოკომოტივ-გრუზია, უკრაინა), ირაკლი კამლაძე (ჩიხურა);
ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი, გიორგი ღვინაშვილი (ორივე - ლოკომოტივი), გიორგი კურმაშვილი (დილა), სანდრო ალთუნაშვილი, ბექა ნიკოლაიშვილი, ლუკა ბლიაძე, ბექა გვარაძე (ყველა - საბურთალო), ნიკა ბაშალეიშვილი, ნიკა გაბრიჩიძე (ორივე - დინამო, თბ), შალვა ფურცხვანიძე (ტორპედო);
თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (დინამო, თბ), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი), გურამ გოშთელიანი (საბურთალო), გიორგი ბერიძე (ზესტაფონი).
გურამ გოშთელიანი და გიორგი ბერიძე ნაკრებს დღეს, 10 ივნისს შეუერთდებიან. საქმე ისაა, რომ ორივემ დევდარიანის 19-წლამდელებში ელიტრაუნდი ითამაშა და მწვრთნელებმა რამდენიმე დღით დასვენების საშუალება მისცეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"