ქართველი 17-წლამდელები "პრეზიდენტის თასზე" გამოსვლას რუსეთთან მატჩით იწყებენ

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, გოჩა ავსაჯანიშვილის ხელმძღვანელობით, ყაზახეთში, "პრეზიდენტის თასზე" საასპარეზოდ გაემგზავრა.

საქართველო ითამაშებს B ჯგუფში, სადაც მისი მეტოქეები რუსეთის, ბელორუსისა და აზერბაიჯანის ნაკრებები იქნებიან. A ჯგუფში კი ყაზახეთი, ესპანეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი განაწილდნენ.

საქართველოს ნაკრების კალენდარი ასეთია:

22 ივნისი
14:00 რუსეთი-საქართველო

23 ივნისი
12:00 ბელარუსი-საქართველო

25 ივნისი
12:00 საქართველო-აზერბაიჯანი

გოჩა ავსაჯანიშვილმა "პრეზიდენტის თასზე" სათამაშოს ასეთი შემადგენლობა იახლა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დინამო თბ), დავით კერესელიძე (ცხინვალი);
მცველები: ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი,
ლუკა ასათიანი, ჯაბა კასრელიშვილი (ყველა - 35-ე სკოლა), დავით კიკალიშვილი, ლუკა ქაფიანიძე, ლევან ხარაბაძე (ყველა - დინამო თბ);
ნახევარმცველები: ნიკა ნინუა, გოგა ლურსმანაშვილი (ორივე - დინამო თბ), ვახტანგ კოპლატაძე (საბურთალო), ლევან ბარაბაძე, აკაკი ქიმერიძე (ორივე - 35-ე სკოლა);
თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი, ბექა ქავთარაძე (ორივე - 35-ე სკოლა), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ლაშა ოზბეთელაშვილი (ლოკომოტივი თბ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
შენ ჯიგარო მაგარი ბოღმა ხარ თან ტყემალზე ზიხარ,ეგენი უკვე ჩვენებიც და პოლონელებიც 19 წლამდელები თანატოლები არიან, არავინ არაფერს არ მალავს.შენ კი მეცოდები არ გასკდე ბოღმისგან!
feola
17:22 19-06-2015
0
ვუსურვებ წარმატებას ჩვენ ბიჭებს ისინი ნიჭიერები არიან თუ იბრძოლებენ ბოლომდი უეჭველი მიაღწევენ წარმატებებს
ემზარი
18:22 19-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული