ქართველმა 17-წლამდელებმა "პრეზიდენტის თასზე" რუსეთს ბელორუსიც მიაყოლეს

AutoSharing Option
23 ივნისს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა ასტანაში, "პრეზიდენტის თასზე" და ბელორუსის ნაკრები 2:1 დაამარცხა.

ტურნირის მეორე სათამაშო დღე სწორედ ამ შეხვედრით დაიწყო. როგორც იცით, პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხა 2:0. ბელორუსებმა კი, აზერბაიჯანის ნაკრებთან 1:3 წააგეს და ამ მატჩში მათ მოგება სჭირდებოდათ.

ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს. უკვე მე-16 წუთზე შესანიშნავი სოლო-რეიდი განახორციელა გიორგი ჩაკვეტაძემ; ნაკრების თავდამსხმელმა გზად რამდენიმე მცველი მოატყუა და საჯარიმოში ნუგზარ სპანდერაშვილის მისამართით ჩააწოდა, რომელსაც ისღა დარჩენოდა, ბურთი თავით კარში გადაეგზავნა და ანგარიშიც
გაიხსნა - 1:0.

თუმცა ჩვენი ფეხბურთელების სიხარულს მეტოქემ ზუსტად ერთ წუთში გატანილი გოლით უპასუხა. ბელორუსებს ანგარიშის გაზრდის შანსი კვლავ ჰქონდათ, თუმცა საქართველოს ნაკრების მეკარეს ვერ აჯობეს. საგოლე მომენტი ჰქონდა ბექა ქავთარაძესაც და საპასუხოდ, აქაც მეკარემ იყოჩაღა.

მეორე ტაიმიც ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, თუმცა გუნდები გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. ამ დროს კი, ბელორუსმა პილიპოვეცმა მეორე გაფრთხილება მიიღო და მოედანი დატოვა. ამით კარგად ისარგებლეს ქართველმა ფეხბურთელებმა, ბურთი სწრაფად გაითამაშეს და მეტოქის საჯარიმოში კარგ პოზიციაზე მყოფმა ლევან ხარაბაძემ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა - 2:1.

მეორე მატჩი მოიგო აზერბაიჯანის ნაკრებმაც. ასე რომ, 25 ივნისს, საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებების შეხვედრაში გაირკვევა ჯგუფის პირველადგილოსნის ვინაობა. 24 ივნისს კი, ტურნირზე დასვენების დღეა.

23.06.2015. "ასტანა არენა"
U17. ბელორუსი-საქართველო 1:2 (1:1)

ბელორუსი U17: სვირსკი, პილოპოვეცი, ბასარია, კაზაკოვი, ლომაძე (ალშანიკი 37) (ფისიუკი 60), ლაპუნი, პილეცი (ხლებოსოლოვი 41), შევჩენკო (კალინეიკო 54), ქსენოფონტოვი, სერგუნი, მალკელიჩი (სტაროსტინი 50)

საქართველო U17: გუგეშაშვილი, ვირუბოვი (კიკალიშვილი 9), ასათიანი, ქაფიანიძე, ხარაბაძე, ბარაბაძე (ნიკოლეიშვილი 23), ნინუა, ქიმერიძე (ოზბეთელაშვილი 41), ჩაკვეტაძე (კოპლატაძე 53), ქავთარაძე, სპანდერაშვილი (ლურსმანაშვილი 75)

მთ. მწვრთნელი - გოჩა ავსაჯანიშვილი

გოლები: სპანდერაშვილი (16), კაზაკოვი (17), ხარაბაძე (58)

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 5 /
აზერბაიჯანი რუსეთის ანგარიშის დაფიქსირება ალბათ ძაან რთული იყო. უმაღლეს დონეზეა ჟურნალისტიკა.
გელა
17:09 23-06-2015
0
არ სად წერთ, მაგრამ რუსეთი ჩამოიყვანა მეორე გუნდი... U17 RUSSIA 2
david
17:56 23-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული