U17. საქართველო-აზერბაიჯანი 0:0 - ყვითელი ბარათების გამო დავიჩაგრეთ

AutoSharing Option
დღეს, 25 ივნისს, ასტანაში, "პრეზიდენტის თასზე" ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა. ჯგუფის პირველადგილოსნის ბედი საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებებს შორის მატჩში გადაწყდა. შეხვედრა 0:0 დასრულდა და სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები ფინალში ვერ გავიდა.

საქმე იმაშია, რომ ორივე ნაკრებმა თანაბარი ქულები დააგროვა; ზუსტად ერთნაირი იყო ბურთების შეფარდებაც - 4/1. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით კი, გამარჯვებულის ვინაობა გაფრთხილებების რაოდენობამ გადაწყვიტა. საქართველოს ნაკრებს 4 ყვითელი ბარათი ჰქონდა, აზერბაიჯანს - 3. შესაბამისად, ფინალში აზერბაიჯანი გავიდა.

ტურნირის ფინალური მატჩები 26 ივნისს გაიმართება. საქართველოს ნაკრები მე-3 ადგილისთვის მატჩში ყაზახეთი-ტაჯიკეთს
შორის გამარჯვებულს შეხვდება.

"ძალიან ცუდია, რომ გამარჯვებული ყვითელი ბარათების მიხედვით გამოვლინდა, მაგრამ რას ვიზამთ? კმაყოფილი ვიქნებოდი, რომ მატჩი პენალტების სერიით დასრულებულიყო.

მსაჯმა იცოდა, რომ სავარაუდოდ, ყველაფერი ბარათებით გადაწყდებოდა და მკაცრად არ სჯიდა მატჩს. თუმცა, გაბრაზებული ნამდვილად არ ვარ. ყველაფერი წინ გვაქვს - ბევრი მატჩი და ვეცდებით, ყველაფერი გამოვასწოროთ", - განაცხადა მატჩის შემდეგ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გოჩა ავსაჯანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის პირველი ორი მატჩი საქართველოს ნაკრებმა რუსეთისა (2:0) და ბელორუსის (2:1) ნაკრებებს მოუგო.

U17. პრეზიდენტის თასი 2015
25.06.2015, "ასტანა არენა"
საქართველო-აზერბაიჯანი 0:0
საქართველო U17: გუგეშაშვილი, ნიკოლეიშვილი, ასათიანი, ქაფიანიძე, ვირუბოვი, ხარაბაძე, ნინუა, ქიმერიძე (ბარაბაძე 41), (სპანდერაშვილი 60), ჩაკვეტაძე, ქავთარაძე, ლურსმანაშვილი
მთ. მწვრთნელი - გოჩა ავსაჯანიშვილი

აზერბაიჯანი U17: მ. ჰუსეინოვი, სეილიღლი, ჰასანოვი (ა. ჰუსეინოვი), ასადოვი, გადირზადე, ნაბიევი, გულერი, გასიმოვი (მეხდიევი), გარაევი, მულტარლი, ოკსუზი (გასიმლი).

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
რომელ გამოჩენჩერებულს მოუვიდა თავში რომ ყვითელი ბარათების გამო გამოევლინებინათ გამარჯვებული ასეთი რამ არსად გამიგონია და არსად მინახავს დასკვნა ერთია ჩვენ სხვანაირად ვერ დაგმამარცხეს ასეთ ვითარებაში მიტომაა მოგონილი პენალტები ვაი ტურნირის ორგანიზატორებს როგორცაა დემოკრატიულად და სამართლიანად არჩეული ყაზახეთის პრეზიდენტი ისე სამართლაიანად ატარებენ პრეზიდენტის თასს ყოჩაღ ჩვენ ბიჭებს ისინი გამარჯვებულნი არიან
ემზარი
16:29 25-06-2015
0
ყველა ტურნირის დებულებაში წერია თავისი რიგითობით თანაბარი ქულების დაგროვებისას რას ენიჭება უპირატესობა და ერთ-ერთი არის ყვითელი ბარათები. ეს ჯგუფური ტურნირის შეხვედრა იყო და პენალტებს ვერ დაარტყამდნენ. აზერებს ეს დათვლილი ექნებოდათ ჩვენგან განსხვავებით, ესაა პრობლემა
0

სიახლეები პოპულარული