საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები: რეპეტიცია ლატვიასთან

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ლატვიას თბილისში ორჯერ შეხვდება.

ვასილ მაისურაძის შეგირდებს შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები ელით. მანამდე, გუნდი გენერალურ რეპეტიციას სწორედ ლატვიასთან ამხანაგური მატჩებით გაივლის. მაისურაძემ ფეხბურთელები უკვე შეკრიბა.

ბალტიისპირელები თბილისს 4 სექტემბერს ესტუმრებიან, მატჩები კი 5 და 7 სექტემბერს გაიმართება. ორივე თამაშს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. მატჩები 18 საათზე დაიწყება

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული