პირველ მატჩში მაისურაძის გუნდი 1:2 დამარცხდა.
ჩვენი ფეხბურთელები პირველ ნახევარში ორბურთიანი სხვაობით აგებდნენ, მეორე ტაიმში კი ბექა მიქელთაძემ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა. არადა, რეალური მომენტები ჰქონდათ ზარიასა და გვარაძეს, თან რიცხობრივი უპირატესობაც ქართველების მხარეს იყო, მაგრამ...
გუშინ, 7 სექტემბერს, "მიხეილ მესხზე" მეორე მატჩიც გაიმართა. მაისურაძის შეგირდები ფრეს დასჯერდნენ - 2:2. ამჯერად, პირველი ტაიმის შემდეგ ორბურთიანი სხვაობით ქართველები იგებდნენ. გოლები
აქვე ვიტყვით, რომ 19-წლამდელთა ნაკრებს ორი ლიდერი აკლდა - "საბურთალოს" თავდამსხმელი გურამ გოშთელიანი და "გენტის" შემტევი გიორგი ბერიძე, რომელსაც ბელგიური კლუბის დუბლებში ლამის ყოველ შეხვედრაში გოლი გააქვს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"