საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები: ჯერ მარ­ცხი, მე­რე ფრე

AutoSharing Option
ვა­სილ მა­ი­სუ­რა­ძის გაწვრთნილი საქართველოს 19-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა. ამ სამ­ზა­დი­სის ეგი­დით, ქარ­თ­ვე­ლი ჭა­ბუ­კე­ბი თბი­ლის­ში ორ­ჯერ შეხ­ვ­დ­ნენ ლატ­ვი­ელ თა­ნა­ტო­ლებს.

პირ­ველ მატ­ჩ­ში მა­ი­სუ­რა­ძის გუნ­დი 1:2 და­მარ­ცხ­და.

ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ორ­ბურ­თი­ა­ნი სხვა­ო­ბით აგებ­დ­ნენ, მე­ო­რე ტა­იმ­ში კი ბე­ქა მი­ქელ­თა­ძემ პრეს­ტი­ჟის გო­ლის გა­ტა­ნა მო­ა­ხერ­ხა. არა­და, რე­ა­ლუ­რი მო­მენ­ტე­ბი ჰქონ­დათ ზა­რი­ა­სა და გვა­რა­ძეს, თან რიცხ­ობ­რი­ვი უპი­რა­ტე­სო­ბაც ქარ­თ­ვე­ლე­ბის მხა­რეს იყო, მაგ­რამ...

გუ­შინ, 7 სექტემბერს, "მი­ხე­ილ მეს­ხ­ზე" მე­ო­რე მატ­ჩიც გა­ი­მარ­თა. მა­ი­სუ­რა­ძის შე­გირ­დე­ბი ფრეს დას­ჯერ­დ­ნენ - 2:2. ამ­ჯე­რად, პირ­ვე­ლი ტა­ი­მის შემ­დეგ ორ­ბურ­თი­ა­ნი სხვა­ო­ბით ქარ­თ­ვე­ლე­ბი იგებ­დ­ნენ. გო­ლე­ბი
ბე­ქა გვა­რა­ძემ
და გი­ორ­გი კიკ­ნა­ძემ გა­ი­ტა­ნეს, თუმ­ცა მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ბალ­ტი­ის­პი­რე­ლებ­მა წო­ნას­წო­რო­ბის აღ­დ­გე­ნა მო­ა­ხერ­ხეს.

აქ­ვე ვიტყ­ვით, რომ 19-წლამ­დელ­თა ნაკ­რებს ორი ლი­დე­რი აკ­ლ­და - "სა­ბურ­თა­ლოს" თავ­დამ­ს­ხ­მე­ლი გუ­რამ გოშ­თე­ლი­ა­ნი და "გენ­ტის" შემ­ტე­ვი გი­ორ­გი ბე­რი­ძე, რო­მელ­საც ბელ­გი­უ­რი კლუ­ბის დუბ­ლებ­ში ლა­მის ყო­ველ შეხ­ვედ­რა­ში გო­ლი გა­აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვასკა ერთი შენ იყავი ვინც არ წუწუნწბდა და შენც დაიწყე რა.
0
უკვე ახალგაზრდებშიც გვჯობიან.
hahaha
12:31 08-09-2015
0

სიახლეები პოპულარული