პირველ შეხვედრაში გოჩა ავსაჯანიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ბელგიას პენალტების სერიაში მოუგო. ამის შემდეგ ჩვენი ჭაბუკები მასპინძელ პოლონეთს დაუპირისპირდნენ. ძირითადი დრო 1:1 მორჩა. სამწუხაროდ, პენალტების სერიაში დავმარცხდით - 1:3.
მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდა. ძირითადი დრო აქაც ფრედ (1:1) დასრულდა და აქაც დავმარცხდით 11-მეტრიანების სერიაში - 2:4.
ტურნირის გამარჯვებული კი გახდა რუმინეთი, რომელმაც ფინალში მასპინძელ პოლონეთს 2:1 აჯობა.
ნუგეშად ისღა თუ დაგვრჩება, რომ ტურნირის საუკეთესო მეკარედ საქართველოს
ჩვენი გუნდი პოლონეთში ამ შემადგენლობით ასპარეზობდა:
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დინამო თბ), დავით კერესელიძე (ცხინვალი);
მცველები: ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი, ლუკა ასათიანი, ჯაბა კასრელიშვილი (ყველა - 35-ე სკოლა), დავით კიკალიშვილი, ლევან ხარაბაძე, ლუკა ქაფიანიძე (ყველა - დინამო თბ);
ნახევარმცველები: ნიკა ნინუა, გიორგი კუცია (ორივე - დინამო თბ), ვახტანგ კოპლატაძე (საბურთალო), ლევან ბარაბაძე, აკაკი ქიმერიძე (ორივე - 35-ე სკოლა);
თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი, ბექა ქავთარაძე (ორივე - 35-ე სკოლა), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ლაშა ოზბეთელაშვილი (ლოკომოტივი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"