საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები: IV ად­გი­ლი და სა­უ­კე­თე­სო მეკარე

AutoSharing Option
სა­ქარ­თ­ვე­ლოს 17-წლამ­დელ­თა ნაკ­რებ­მა მე­ოთხე ად­გილ­ზე და­ას­რუ­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რი ("სი­რენ­ს­კას თა­სი"), რო­მე­ლიც პო­ლო­ნეთ­ში გა­ი­მარ­თა.

პირ­ველ შეხ­ვედ­რა­ში გო­ჩა ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლის გაწ­ვ­რ­თ­ნილ­მა გუნ­დ­მა ბელ­გი­ას პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში მო­უ­გო. ამის შემ­დეგ ჩვე­ნი ჭა­ბუ­კე­ბი მას­პინ­ძელ პო­ლო­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დ­ნენ. ძი­რი­თა­დი დრო 1:1 მორ­ჩა. სამ­წუ­ხა­როდ, პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში დავ­მარ­ცხ­დით - 1:3.

მე­სა­მე ად­გი­ლის­თ­ვის შეხ­ვედ­რა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი შვე­დეთს და­უ­პი­რის­პირ­და. ძი­რი­თა­დი დრო აქაც ფრედ (1:1) დას­რულ­და და აქაც დავ­მარ­ცხ­დით 11-მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ა­ში - 2:4.

ტურ­ნი­რის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი კი გახ­და რუ­მი­ნე­თი, რო­მელ­მაც ფი­ნალ­ში მას­პინ­ძელ პო­ლო­ნეთს 2:1 აჯო­ბა.

ნუ­გე­შად ის­ღა თუ დაგ­ვ­რ­ჩე­ბა, რომ ტურ­ნი­რის სა­უ­კე­თე­სო მე­კა­რედ სა­ქარ­თ­ვე­ლოს
17-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბის კა­რის და­რა­ჯი ლუ­კა გუ­გე­შაშ­ვი­ლი და­სა­ხელ­და.

ჩვე­ნი გუნ­დი პო­ლო­ნეთ­ში ამ შე­მად­გენ­ლო­ბით ას­პა­რე­ზობ­და:

მე­კა­რე­ე­ბი:
ლუ­კა გუ­გე­შაშ­ვი­ლი (დი­ნა­მო თბ), და­ვით კე­რე­სე­ლი­ძე (ცხინ­ვა­ლი);
მცვე­ლე­ბი: ლა­შა ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი, დი­მიტ­რი ვი­რუ­ბო­ვი, ლუ­კა ასა­თი­ა­ნი, ჯა­ბა კას­რე­ლიშ­ვი­ლი (ყვე­ლა - 35-ე სკო­ლა), და­ვით კი­კა­ლიშ­ვი­ლი, ლე­ვან ხა­რა­ბა­ძე, ლუ­კა ქა­ფი­ა­ნი­ძე (ყვე­ლა - დი­ნა­მო თბ);
ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლე­ბი: ნი­კა ნი­ნუა, გი­ორ­გი კუ­ცია (ორი­ვე - დი­ნა­მო თბ), ვახ­ტანგ კოპ­ლა­ტა­ძე (სა­ბურ­თა­ლო), ლე­ვან ბა­რა­ბა­ძე, აკა­კი ქი­მე­რი­ძე (ორი­ვე - 35-ე სკო­ლა);
თავ­დამ­ს­ხ­მე­ლე­ბი: ნუგ­ზარ სპან­დე­რაშ­ვი­ლი, ბე­ქა ქავ­თა­რა­ძე (ორი­ვე - 35-ე სკო­ლა), გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძე (დი­ნა­მო თბ), ლა­შა ოზ­ბე­თე­ლაშ­ვი­ლი (ლო­კო­მო­ტი­ვი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
დასკდიტ ერტად ავსაჯანას
miranda
21:59 12-09-2015
0
შენ დაგვასკდი და ავსაჯანიშვილი თავის ტომიანად
mirandas
18:56 13-09-2015
0

სიახლეები პოპულარული