კაჭარავამ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა ხორვატიასთან ევროშესარჩევ შეხვედრაში და, ცხადია, მისი მოსაზრება ამ თამაშთან დაკავშირებით საინტერესო უნდა იყოს...
- რას იტყვით ხორვატიასთან მატჩზე?
- თავიდან თამაში ცუდად დავიწყეთ. მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ვზრუნავდით. როცა უკვე მივხვდით, რომ მეტად უნდა შეგვეტია და დაგველაგებინა თამაში, უკვე დაგვიანებული იყო. საქართველოს ნაკრებმა ბოლოს
- რით დაგამახსოვრდათ ხორვატიის ნაკრები?
- კარგი გუნდია, მაგრამ არა - დაუმარცხებელი. დარწმუნებული ვარ, დიდი მიზნები ექნებათ. ძალიან გააზრებულ ფეხბურთს თამაშობენ, სწრაფად გადადიან დაცვიდან შეტევაში და პირიქით.
- როგორ გგონიათ, რა იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი ნაკლი ხორვატიასთან დაპირისპირებაში?
- თქვენს კითხვას ზოგადად ვუპასუხებ: ბევრი ნაკლი გვქონდა.
- თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა საქართველოს ნაკრებს ამ შესარჩევ ჯგუფში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა?
- რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიბრძოლოთ მაღალი მიზნებისთვის, ოღონდ არა იმ თამაშით, რომელიც ხორვატიაში ვაჩვენეთ. უნდა გამოვასწოროთ თამაში. ეს შეგვიძლია.
- ბოლოს "ცხინვალზეც" გკითხავთ. როგორ აფასებთ ჩემპიონატის სტარტს?
- თუ "საბურთალოსთან" მატჩს არ ჩავთვლით, ყველაფერი ისე მიდის, როგორც უნდა იყოს...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"