ნიკა კაჭარავა: მა­ღა­ლი მიზ­ნე­ბის­თ­ვის ბრძო­ლა შეგ­ვიძ­ლია, ოღონდ ასე­თი თა­მა­შით არა

AutoSharing Option
ბო­ლო დროს 21 წლის ნი­კა კა­ჭა­რა­ვას პროგ­რე­სი თვალ­სა­ჩი­ნოა. შემ­თხ­ვე­ვი­თი არ არის, რომ ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბის შემ­ტევს ყუ­რადღე­ბა ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო შტაბ­მაც მი­აქ­ცია.

კა­ჭა­რა­ვამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ითა­მა­შა ხორ­ვა­ტი­ას­თან ევ­რო­შე­სარ­ჩევ შეხ­ვედ­რა­ში და, ცხა­დია, მი­სი მო­საზ­რე­ბა ამ თა­მაშ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო უნ­და იყოს...


- რას იტყ­ვით ხორ­ვა­ტი­ას­თან მატ­ჩ­ზე?
- თა­ვი­დან თა­მა­ში ცუ­დად და­ვიწყეთ. მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი კა­რის უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე ვზრუ­ნავ­დით. რო­ცა უკ­ვე მივ­ხ­ვ­დით, რომ მე­ტად უნ­და შეგ­ვე­ტია და დაგ­ვე­ლა­გე­ბი­ნა თა­მა­ში, უკ­ვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა ბო­ლოს
შე­და­რე­ბით გა­მო­ას­წო­რა თა­მა­ში, თუმ­ცა ეს საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნ­და იმის­თ­ვის, რომ წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის მიგ­ვეღ­წია.

- რით და­გა­მახ­სოვ­რ­დათ ხორ­ვა­ტი­ის ნაკ­რე­ბი?
- კარ­გი გუნ­დია, მაგ­რამ არა - და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დი­დი მიზ­ნე­ბი ექ­ნე­ბათ. ძა­ლი­ან გა­აზ­რე­ბულ ფეხ­ბურთს თა­მა­შო­ბენ, სწრა­ფად გა­და­დი­ან დაც­ვი­დან შე­ტე­ვა­ში და პი­რი­ქით.

- რო­გორ გგო­ნი­ათ, რა იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი ნაკ­ლი ხორ­ვა­ტი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში?
- თქვენს კითხ­ვას ზო­გა­დად ვუ­პა­სუ­ხებ: ბევ­რი ნაკ­ლი გვქონ­და.

- თქვე­ნი აზ­რით, შე­უძ­ლია თუ არა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს ამ შე­სარ­ჩევ ჯგუფ­ში მა­ღა­ლი მიზ­ნე­ბის­თ­ვის ბრძო­ლა?
- რა თქმა უნ­და, შეგ­ვიძ­ლია ვიბ­რ­ძო­ლოთ მა­ღა­ლი მიზ­ნე­ბის­თ­ვის, ოღონდ არა იმ თა­მა­შით, რო­მე­ლიც ხორ­ვა­ტი­ა­ში ვაჩ­ვე­ნეთ. უნ­და გა­მო­ვას­წო­როთ თა­მა­ში. ეს შეგ­ვიძ­ლია.

- ბო­ლოს "ცხინ­ვალ­ზეც" გკი­თხ­ა­ვთ. რო­გორ აფა­სებთ ჩემ­პი­ო­ნა­ტის სტ­არ­ტს?
- თუ "სა­ბურ­თა­ლოს­თან" მატჩს არ ჩავ­თ­ვ­ლით, ყვე­ლა­ფე­რი ისე მი­დის, რო­გორც უნ­და იყოს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ სურათზე აჭარულს ცეკვავენ? :D :D
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული