საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება.

გოჩა ავსაჯანიშვილის გუნდი უეფას 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, რომელიც 24-30 ოქტომბერს, უნგრეთში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები მე-4 ჯგუფში იასპარეზებს და ტურნირის მასპინძელი უნგრეთის გარდა, მეტოქეებად რუმინეთისა და სლოვაკეთის 17-წლამდელთა ნაკრებები ეყოლება.

ჩვენი გუნდი ბუდაპეშტში 21 ოქტომბერს, გამთენიისას, 18-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრება. მანამდე კი "ბასაზე" 20 ფეხბურთელი ემზადება:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი ("დინამო", თბილისი), დავით კერესელიძე ("ცხინვალი")
მცველები: ლუკა ასათიანი, ჯაბა კასრელიშვილი, ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი (ყველა 35-ე სკოლა), ლევან ხარაბაძე, დავით
კიკალიშვილი, ლუკა ქაფიანიძე (ყველა "დინამო", თბილისი)
ნახევარმცველები: აკაკი ქიმერიძე, ლევან ბარაბაძე (ორივე 35-ე სკოლა), გიორგი კუცია, გოგა ლურსმანაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა ნინუა (ყველა "დინამო", თბილისი), ვახტანგ კოპლატაძე ("საბურთალო")
თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი, ბექა ქავთარაძე (ორივე 35-ე სკოლა), გიორგი ოზბეთელაშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი), ლუკა სილაგაძე ("დინამო", თბილისი)

საკვალიფიკაციო ეტაპი 24 ოქტომბერს დაიწყება. საქართველოს ნაკრების თამაშების კალენდარი ასეთია:

24 ოქტომბერი
საქართველო-სლოვაკეთი 15:30

26 ოქტომბერი
რუმინეთი-საქართველო 15:30

29 ოქტომბერი
საქართველო-უნგრეთი 15:30

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 23 /
ჩემი შვილი სამი წელია ავსაჯანიშვილთან ვარჯიშობს.მაგის კორუფცია არ მიგრძნია პირიქით დიდ პატივს ცემს რაიონიდან ჩაყვანილ ბავშვებს ეს გაბრაზებულები ლაპარაკობს,ასეც არ შეიძლება ეს ბრალდებაა
0
35 სკოლიკდან იზრდება ბევრი კარგი პეხბურთელი , გასკდით გულზე
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული