საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება.

გოჩა ავსაჯანიშვილის გუნდი უეფას 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, რომელიც 24-30 ოქტომბერს, უნგრეთში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები მე-4 ჯგუფში იასპარეზებს და ტურნირის მასპინძელი უნგრეთის გარდა, მეტოქეებად რუმინეთისა და სლოვაკეთის 17-წლამდელთა ნაკრებები ეყოლება.

ჩვენი გუნდი ბუდაპეშტში 21 ოქტომბერს, გამთენიისას, 18-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრება. მანამდე კი "ბასაზე" 20 ფეხბურთელი ემზადება:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი ("დინამო", თბილისი), დავით კერესელიძე ("ცხინვალი")
მცველები: ლუკა ასათიანი, ჯაბა კასრელიშვილი, ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი (ყველა 35-ე სკოლა), ლევან ხარაბაძე, დავით
კიკალიშვილი, ლუკა ქაფიანიძე (ყველა "დინამო", თბილისი)
ნახევარმცველები: აკაკი ქიმერიძე, ლევან ბარაბაძე (ორივე 35-ე სკოლა), გიორგი კუცია, გოგა ლურსმანაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა ნინუა (ყველა "დინამო", თბილისი), ვახტანგ კოპლატაძე ("საბურთალო")
თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი, ბექა ქავთარაძე (ორივე 35-ე სკოლა), გიორგი ოზბეთელაშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი), ლუკა სილაგაძე ("დინამო", თბილისი)

საკვალიფიკაციო ეტაპი 24 ოქტომბერს დაიწყება. საქართველოს ნაკრების თამაშების კალენდარი ასეთია:

24 ოქტომბერი
საქართველო-სლოვაკეთი 15:30

26 ოქტომბერი
რუმინეთი-საქართველო 15:30

29 ოქტომბერი
საქართველო-უნგრეთი 15:30

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 23 /
თქვენ მოგწონთ რო თბილისის გუნდების გარდა სხვა ბავშვი ვერ მოიძებნა? მაგალითისთვის დათო კვირკველია ისე მოხვდა ეროვნულში არცერთ ასაკობრივში არ უთამაშია. კიდე სხვებიც შეიძლება ჩამოთვალო.. ვისი ბრალია ეს რო ხდება? ეროვნული ნაკრების ქომაგები ხართ თუ კაი ნაცნობების :)
qomagi
17:03 16-10-2015
0
დამხმარე მწვთნელი ტარასა 35 სკოლიდანაა როგორც ავსაჯანიშვილი 35 სკოლაა თუ საქართველოს ნაკრები
35 სკოლა
17:11 16-10-2015
0

სიახლეები პოპულარული