ჩვენს ჯგუფში არიან მასპინძელი უნგრეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი. ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში ამ კვარტეტიდან ორი საუკეთესო გუნდი გადის.
უნგრეთში გამგზავრების წინ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გოჩა ავსაჯანიშვილმა გვითხრა:
"განწყობა ოპტიმისტურია. გვინდა, ქართველი ქომაგი გავახაროთ. აგერ, რამდენიმე წუთის წინათ "ცხინვალის" დუბლებს 3:0 მოვუგეთ. გოლები ჩაკვეტაძემ, ხარაბაძემ და სპანდერაშვილმა გაიტანეს...
ჩვენი ერთადერთი მიზანი ჯგუფური ბარიერის დაძლევაა. რაც შეეხებათ მეტოქეებს, რუმინეთთან ერთად პოლონეთის ტურნირზე ვითამაშეთ. უნგრეთზე გვქონდა ინფორმაცია, სლოვაკეთზე კი ახლახან მომაწოდეს მასალა...
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დინამო, თბ), დავით კერესელიძე (ცხინვალი);
მცველები: ლუკა ასათიანი, ჯაბა კასრელიშვილი, ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი (ყველა - 35-ე სკოლა), ლევან ხარაბაძე, დავით კიკალიშვილი, ლუკა ქაფიანიძე (ყველა - დინამო, თბ);
ნახევარმცველები: აკაკი ქიმერიძე, ლევან ბარაბაძე (ორივე - 35-ე სკოლა), გიორგი კუცია, გოგა ლურსმანაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა ნინუა (ყველა - დინამო, თბ), ვახტანგ კოპლატაძე (საბურთალო);
თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი, ბექა ქავთარაძე (ორივე - 35-ე სკოლა), გიორგი ოზბეთელაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (დინამო, თბ).
საკვალიფიკაციო ეტაპი 24 ოქტომბერს დაიწყება. ჩვენი გუნდის განრიგი ასეთია:
24 ოქტომბერი
საქართველო-სლოვაკეთი 15:30
26 ოქტომბერი
რუმინეთი-საქართველო 15:30
29 ოქტომბერი
საქართველო-უნგრეთი 15:30
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"