საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები უნგრეთში გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სათამაშოდ უნგრეთში გაემგზავრა.

ჩვენს ჯგუფში არიან მასპინძელი უნგრეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი. ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში ამ კვარტეტიდან ორი საუკეთესო გუნდი გადის.

უნგრეთში გამგზავრების წინ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გოჩა ავსაჯანიშვილმა გვითხრა:

"განწყობა ოპტიმისტურია. გვინდა, ქართველი ქომაგი გავახაროთ. აგერ, რამდენიმე წუთის წინათ "ცხინვალის" დუბლებს 3:0 მოვუგეთ. გოლები ჩაკვეტაძემ, ხარაბაძემ და სპანდერაშვილმა გაიტანეს...

ჩვენი ერთადერთი მიზანი ჯგუფური ბარიერის დაძლევაა. რაც შეეხებათ მეტოქეებს, რუმინეთთან ერთად პოლონეთის ტურნირზე ვითამაშეთ. უნგრეთზე გვქონდა ინფორმაცია, სლოვაკეთზე კი ახლახან მომაწოდეს მასალა...

ტრავმები? ღმერთის წყალობით, ყველა ჯანმრთელადაა, ტრავმა არავის აწუხებს. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ავსტრიაში შეკრება არ გამოვიდა... თუმცა გუნდი მაინც მზადაა ბრძოლისთვის".

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დინამო, თბ), დავით კერესელიძე (ცხინვალი);
მცველები: ლუკა ასათიანი, ჯაბა კასრელიშვილი, ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი (ყველა - 35-ე სკოლა), ლევან ხარაბაძე, დავით კიკალიშვილი, ლუკა ქაფიანიძე (ყველა - დინამო, თბ);
ნახევარმცველები: აკაკი ქიმერიძე, ლევან ბარაბაძე (ორივე - 35-ე სკოლა), გიორგი კუცია, გოგა ლურსმანაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა ნინუა (ყველა - დინამო, თბ), ვახტანგ კოპლატაძე (საბურთალო);
თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი, ბექა ქავთარაძე (ორივე - 35-ე სკოლა), გიორგი ოზბეთელაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (დინამო, თბ).

საკვალიფიკაციო ეტაპი 24 ოქტომბერს დაიწყება. ჩვენი გუნდის განრიგი ასეთია:

24 ოქტომბერი
საქართველო-სლოვაკეთი 15:30

26 ოქტომბერი
რუმინეთი-საქართველო 15:30

29 ოქტომბერი
საქართველო-უნგრეთი 15:30

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეგრელი ბიჭების ნაკლებობას განიცდის ეს გუნდი.უმეგრელოდ რამე გამოსულა სადმე?მე არ მახსენდება
bacho
13:44 21-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული