U17. რუმინეთი-საქართველო 0:3 - უნგრეთში ცეცხლი დავანთეთ

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა უნგრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მატჩი გამართა. გოჩა ავსაჯანიშვილის შეგირდებმა სლოვაკეთთან განცდილი დასანანი მარცხის (3:4) შემდეგ რუმინეთის ნაკრებს შანსი არ დაუტოვეს - 3:0.

ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ ქართველებს მთელი შეხვედრის განმავლობაში დიდი უპირატესობა ჰქონდათ. 24-ე წუთზე ანგარიში ნუგზარ სპანდერაშვილმა გახსნა, რასაც 44-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის მეორე გოლი მოჰყვა, ხოლო საბოლოო წერტილი ნიკა ნინუამ დასვა.

მატჩის დასკვნითი ნაწილი ქართველებმა რიცხობრივ მეტობაში ჩაატარეს, თუმცა ეს მათ გამარჯვებას სრულებითაც არ აკნინებს. ავსაჯანიშვილის ბიჭებს ყველა საგოლე მომენტი რომ
გამოეყენებინათ, ანგარიში გაცილებით დიდი იქნებოდა.

ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში ორი საუკეთესო გუნდი გადის. ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში სლოვაკეთმა და უნგრეთმა 1:1 ითამაშეს. საგულისხმოა, რომ ჩვენს მომავალ მეტოქეს (უნგრეთი) ორი ფეხბურთელი გაუძევეს, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ 29 ოქტომბერს, ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს გარკვეული უპირატესობა ექნება.

ცხადია, ბოლო ტურში გამარჯვება ავტომატურად გვიხსნის გზას ელიტრაუნდისკენ. ფრე კი ხელს გვაძლევს იმ შემთხვევაში, თუ მეტოქეები ჯგუფის მეორე მატჩშიც გაიყოფენ ქულებს (რუმინეთთან ურთიერთშეხვედრაში უპირატესობის გამო). ხოლო, თუ ჩვენ ფრედ ვითამაშებთ და რუმინეთი სლოვაკეთს დაამარცხებს, ასეთ შემთხვევაში, თამაშგარეში ვრჩებით, რადგან სლოვაკეთთან თანაბარ ქულებს (4-4) ვაგროვებთ და ამ გუნდთან შეხვედრაში უარყოფითი შედეგის გამო მეორე ადგილი ჩვენთვის მიუწვდომელი ხდება.

U17. ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო. IV ჯგუფი. II ტური
რუმინეთი-საქართველო 0:3
გოლები: 0:1 სპანდერაშვილი (24), 0:2 ჩაკვეტაძე (44), 0:3 ნინუა (68)
რუმინეთი: ვლადი, ჩიფუ (68. განეა), დიმა, პოდინა, ბობოკი, პლადურეტი, ნეციუ, დრაგომირი, კრაიუ (41. მატანი), მიცოვში (71. სინტეანი), მოლდოვეანუ.
სათადარიგოები: ილესკუ, დულჩა, ჰარუტი, გეორგე
მწვრთნელი: ადრიან ბოინგიუ
საქართველო: გუგეშაშვილი, ვირუბოვი, ასათიანი, ჩაკვეტაძე (75. კოპლატაძე), ქავთარაძე (63. ქიმერიძე), ნიკოლეიშვილი, სპანდერაშვილი, ქაფიანიძე (71. კასრელიშვილი), ხარაბაძე, კუცია, ნინუა.
სათადარიგოები: კერესელიძე, კიკალიშვილი, ბარაბაძე
მწვრთნელი: გოჩა ავსაჯანიშვილი
გაფრთხილება: დიმა (12), ქიმერიძე (78)
გაძევება: დიმა (64)
არბიტრი: ანდერს პოულსენი (დანია)

IV ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სლოვაკეთი 2 1 1 0 5-4 4
2. საქართველო 2 1 0 1 6-4 3
3. რუმინეთი 2 1 0 1 2-4 3
4. უნგრეთი 2 0 1 1 2-3 1

ბოლო ტური
29 ოქტომბერი
საქართველო-უნგრეთი
სლოვაკეთი-რუმინეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ ნაკებს დიდი შანსი აქვს ელიტ რაუნდის დაძლევის მაგრამ უკვე დაიწყეს ეს ფიფიას დინამოსია ეს კი არველაძის 35 სკოლის წინ წამოწიეს დინამოელები ასე არ შეიძლება კობიაშვილმა ამას უნდა მიხედოს
0
არაბიძე წინა 17წლამდელებში იყო. ეს სხვა ნაკრებია. ეს ნაკრები ელიტ რაუნდს ითამაშებს თუ გავიდა ჯგუფიდან რა დროსაც არაბიძე უკვე 18ის იქნება და არ შეეძლება თამაში, ასე რომ თავიდანვე ჯობია ერთი გუნდი შეიკრას და არ იყვნენ ისეთ ფეხბურთელზე დამოკიდებული ვინც მომავალში ვერ დაეხმარებათ
gela
15:10 27-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული