U21. საქართველოს ნაკრები: ესპანეთი გველოდება, შვედები მოდიან

AutoSharing Option
12 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანელ თანატოლებს დაუპირისპირდება.

პირენეელთა მთავარმა მწვრთნელმა ალბერტ სელადესმა დაასახელა შემადგენლობა, რომელსაც საქართველოსა და ხორვატიასთან (17 ნოემბერი) გასამართავი მატჩებისთვის მოამზადებს.

მეკარეები: კეპა არისაბალაგა (ვალიადოლიდი), კეპა ლოპესი (ესპანიოლი), ალეხანდრო რემირო (ბილბაო);
მცველები: ჯონი კასტრო (სელტა), ხოსე გაია (ვალენსია), ხესუს ვალიეხო (სარაგოსა), რუბენ დუარტე (ესპანიოლი), ხორხე მერე (ხიხონი), ხავიერ მანკილიო (მარსელი);
ნახევარმცველები: ხოსე როდრიგესი (გალათასარაი), დანი სებალიოსი (ბეტისი), ოლივერ ტორესი (ატლეტიკო), მარკო ასენსიო (ესპანიოლი), ვიქტორ კამარასა (ლევანტე), დენის სუარესი (ვილიარეალი), საულ ნიგესი (ატლეტიკო);
თავდამსხმელები:
ჟერარ დეოლოფეუ (ევერტონი, ინგლისი), მუნირ ელ ჰადადი (ბარსელონა), ბორხა მაიორალი (რეალი), ინიაკი უილიამსი (ბილბაო).

* * *
17 ნოემბერს, გორში, საქართველოს ახალგაზრდული გუნდი შვედეთის 21-წლამდელთა კრებულს დაუხვდება.

მანამდე, 12 ნოემბერს, შვედები ამხანაგურად ითამაშებენ "მალმიოსთან". სკანდინავიელთა მწვრთნელმა ჰაკან ერიქსონმა სანაკრებოდ ეს მოთამაშეები შეარჩია:

მეკარეები: ანტონ კაიტოფტი (იონჩოპინგი), იესპერ იოჰანსენი (მიალბი);
მცველები: ლუდვიგ აუგუსტინსონი (კოპენჰაგენი, დანია), ემილ კრაფტი (ბოლონია, იტალია), ვიქტორ ლინდელოფი (ბენფიკა, პორტუგალია), ვილუს ლინკვისტი (ნორჩოპინგი), ადამ ლუნდკვისტი (ელფსბორგი), იოაკიმ ნილსონი (სუნდსვალი), ნოა სონკო (აიკ);
ნახევარმცველები: სიმონ ტობინგი (გრონინგენი, ჰოლანდია), კრისტოფერ ოლსონი (მიდტიულანდი, დანია), მელკერ ჰალბერგი (ვალერენგა, ნორვეგია), კარიმ მრაბტი (იურგორდენი), ალეკსანდრ ფრანსონი (ნორჩოპინგი), სიმონ გუსტაფსონი (ფეიენოორდი, ჰოლანდია), არბერ ზენელი (ელფსბორგი), ისაკ სევანკამბო (დერბი, ინგლისი), მუამერ ტანკოვიჩი (ალკმაარი, ჰოლანდია);
თავდამსხმელები: გუსტავ ენგვალი (გიოტებორგი), გუსტაფ ნილსონი (ფალკენბერგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი იქნება, თუ ჩვენს შემადგენლობასაც დაწერთ. თუ კაკაბაძე, ცინცაძე და ჰუფნაგელი მართლაც ძირითად გუნდს მიჰყავს (აბურჯანია დისკვალიფიცირებულია), მაშინ შვედეთთან შანსებზე სერიოზულად საუბარი არც ღირს. შესაძლოა ეს იმისთვის კეთდება, რომ კიდევ ორ მარცხს ჩივაძე გადააყოლონ. რაკი ეს ნაკრები მომდევნო შემოდგომამდე ოფიციალურ თამაშებს აღარ ატარებს, წამყვანი ფეხბურთელების ჩამორთმევით ის ისევ განწირული ჩანს მაჩანჩალა მდგომარეობაში დასარჩენად.
გორგინ
14:35 09-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული