ეს ქართული ფეხბურთის მომავალია, იმედია, სტადიონზე ბევრი ხალხი მივა!

AutoSharing Option
12, 14 და 17 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის იბრძოლებს, საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპს კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

ევროპული კვირეულის ფარგლებში, ქართველი ფეხბურთელები სამი ქვეყნის: ალბანეთის, ავსტრიის და უელსის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. ნაკრების შემადგენლობაში გამოძახებულია "ლოკომოტივის" აღზრდილი, ამჟამად დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი გიორგი არაბიძეც.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძე აცხადებს, რომ გუნდი ამ უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მზადაა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს:

"სამი დღეა, სრულფასოვნად ვემზადებით, რაც ბევრი არაა, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოახლოებულ მატჩებს გუნდი ოპტიმალურ ფორმაში
შეხვდეს.

ყველაზე ძლიერი მეტოქე ავსტრიაა, რომელსაც როგორც სხვადასხვა ასაკობრივი გუნდი, ისე ეროვნული ნაკრები ძალიან ძლიერი ჰყავს, თუმცა ტურნირს უელსთან მატჩით ვხსნით და ეს თამაში უაღრესად მნიშვნელოვანია.

ტრავმირებულ გიორგი ბერიძეს თუ არ ჩავთვლით, ყველა ფეხბურთელი მწყობრში გვყავს, მათ შორის, გიორგი არაბიძე.

ძალიან მნიშვნელოვანია გულშემატკივართა მხარდაჭერა და დიდი იმედი მაქვს, რომ ქომაგობა არ მოგვაკლდება", - უთხრა Sportall.ge-ს ვასილ მაისურაძემ.

ჯგუფში წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ელიტრაუნდში გადავა და გააგრძელებს ბრძოლას ევროპის თასისთვის. თამაშებზე დასწრება უფასოა, მატჩები 12,14 და 17 ნოემბერს, 2 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძაან ადრეა,ძალიან......4 ზე მაინც იყოსს :(
ბიძო....
20:50 11-11-2015
0
მივდივარ არაბიძის სანახავად!
irakli apkhaidze
12:58 12-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული