ვასილ მაისურაძე: ძალიან სუსტი დაცვის ხაზი გვყავდა

AutoSharing Option
საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ უელსთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

12 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ ევროპის ჩემიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში ქართველი ფეხბურთელები 0:3 დამარცხდნენ.

"უელსელების შეტევის ხაზი ძალიან კარგად მოქმედებდა, რასაც ჩვენ დაცვაში ვერაფერი დავუპირისპირეთ. ძალიან სუსტი დაცვის ხაზი გვყავდა.

გიორგი არაბიძე ძლიერი ფეხბურთელია, აქტიურად ვარჯიშობს. დღესაც გამოირჩეოდა, მომენტებს ქმნიდა, მაგრამ მისგან მაინც ბევრს ველით. პირველ რიგში, გუნდური თამაში უნდა დახვეწოს.

ჩვენი მინუსი ის იყო, რომ
უელსის დონის გუნდებთან არ გვითამაშია.

რაც შეეხება ჩვენი გუნდის პოტენციალს, ის გვაქვს, მაგრამ უელსელებმა მისი გამომჟღავნების საშუალება არ მოგვცეს. პასების გაკეთება გვიჭირდა და ამის გამო ფეხბურთელები შენიშვნებსაც მიიღებენ.

ახლა ავსტრიისა და ალბანეთის მატჩის ჩანაწერს ვნახავთ, მეტოქეებს შევაფასებთ და ვეცდებით, დარჩენილი ორი შეხვედრა ჩვენ სასარგებლოდ დავასრულოთ", - თქვა მაისურაძემ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
დაცვა კი არა საერთოდ ნაცნობობით და დარეკვით გყავთ არჩეული ფეხბურთელები როგორ უნდა მოიგოთ ნიჭიერ ბავშვებს პატრონი არ ყავს თქვენ შედეგი არ გაინტერესებთ ოგონდ ნაცნობებს არ აწყენინოთ,იმიტომ არის ქართული ფეხბურთის საქმე კარგად
gulshematkivari
18:47 13-11-2015
0
მარტო დაცვაა?! იქნEბ მწვრთნელიც?...
kavkasusi
18:46 12-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული