გიორგი ყიფიანმა 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები შეიკრიბა.

გიორგი ყიფიანის შეგირდები უახლოესი ამხანაგური მატჩებისთვის მოემზადებიან. 24 და 26 იანვარს ჩვენი გუნდი ბულგარელ თანატოლებს გაეჯიბრება.

ორივე შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება. 24 იანვარს მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

26-ში კი გუნდები გორში გადაინაცვლებენ და "თენგიზ ბურჯანაძეზე" მოსინჯავენ ძალებს. გიორგი ყიფიანმა მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: ბექა ქურდაძე; ოთო გოშაძე (ორივე - საბურთალო)
მცველები: ახალაძე (სამტრედია); ანდრო ნემსაძე; ვახტანგ კაპანაძე; დავით კობოური; ლუკა ლოჩოშვილი (ყველა - დინამო თბ); ცოტნე ნადარაია (საბურთალო);
ირაკლი კამლაძე (ვიტ-ჯორჯია); ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო)
ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი; ირაკლი ბიძინაშვილი; ვლადიმერ მამუჩაშვილი; გიორგი კოხრეიძე; ბექა გვარაძე (ყველა - საბურთალო); დავით სამურკასოვი; გიორგი კიკნაძე; შერმადინ ართმელაძე (სამივე - ლოკომოტივი); ნიკა ბაშელეიშვილი (დინამო თბ); ნიკა ქორიძე (რეჯანა, იტალია)
თავდამსხმელი: გურამ გოშთელიანი (საბურთალო); ენვერ ლილუაშვილი; ბექა მიქელთაძე (ორივე - დინამო თბ)

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 4 /
Vინც თბილისში ჩატარებულ შესარჩევს ესწრებოდა და სამივე თამაში ნახა აუცილებლად დაამახსოვრდებოდა 15 ნომერი მცველი ქობულეთის შუქურადან გვარი აღარ მახსოვს ,ამ ბიჭის დამსახურება იყო იმ ერთადერთი გოლის გატანა რაც ამ სამ მატჩში გავიტანეთ ,რამაც გაგვიყვანა კიდეც ჯგუფიდან და მგონი ამ სასტავში არ არის არ გამოიძახეს?!სადაა სამართალი?ან არაბიძე სადაა რომელმაც ასევე ათრია გუნდი და მართალია გოლი ვერ გაიტანა მაგრამ გუნდის წარმატებაში ლომის წვლილი შეიტანა. გოშთელიანი კიდე ინდომებდა და მართალია დიდი სისწრაფეებით და ტექნიკით არ გამოირჩევა მაინც ჟილკიანია და გამოსადეგი ფეხბურთელია მაგრამ მიქელთაძეს არაფერი გაუკეთებია და ბალასტია ნამდვილი.ისევ უაზრო მწვრთნელი და ისევ გაუგებარი გვარები ნაკრებში.შედეგს რას უნდა ველოდოთ?!გულით ვგულშემატკივრობდი თბილისის ტურნირზე და მეგონა უფრო შეიკვრებოდა გუნდი და არა ესე რო გუნდის ლიდერები აღარ იქნებოდნენ.
Zviad
14:32 21-01-2016
0
ზვიად კომახიძე სინჯებზეა ყაზანში წასული რუბნის მოსწონს ძალიან და რადგან ამხანაგურია ბერიძე და არაბიძე არ გამოიძახეს თორემ ელიტრაუნდში იქნებიან აუცილებლად
irakli arqania
16:33 21-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული