ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

რომან ფიფია: გია გეგუჩაძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გაწვრთნის

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას განცხადებით, თბილისური გუნდის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გაწვრთნის.

"საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძის თანადგომა დასჭირდა. გეგუჩაძემ მთხოვა გუნდიდან გაშვება და მე მას უარი ვერ ვუთხარი.

გეგუჩაძე არის ის მწვრთნელი, რომელიც "დინამოს" სჭირდებოდა და მასთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმები გვქონდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა. ჩემი ინფორმაციით, ის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გაწვრთნის", - თქვა ფიფიამ.

შეგახსენებთ, რომ რომან ფიფია სფფ-ის აღმასკომის წევრია. ამჟამად სფფ-ში აღმასკომის სხდომა მიმდინარეობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის საკითხზე.

თბილისის "დინამოში"
გია გეგუჩაძეს სავარაუდოდ, იურაი იარაბეკი შეცვლის. სლოვაკური პრესის ინფორმაციით იარაბეკი "დინამოსთან" ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.