ოფიციალურად: ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძე გაწვრთნის

AutoSharing Option
დღეს, 26 იანვარს, 11:00 საათზე, ფეხბურთის ფედერაციის ოფისში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი გია გეგუჩაძე უთავკაცებს.

შეგახსენებთ, რომ 50 წლის სპეციალისტს სხვადასხვა დროს თბილისის "დინამოში", ზესტაფონის "ზესტაფონსა" და ქუთაისის "ტორპედოში" უმუშავია.

თბილისის "დინამოში" გია გეგუჩაძეს იურაი იარაბეკი შეცვლის.

გია გეგუჩაძის ახალგაზრდულ ნაკრებში მთავარ მწვრთნელად დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი მანამდე "დინამოს" პრეზიდენტმა და აღმასკომის წევრმა რომან ფიფიამ გააკეთა.

"საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძის თანადგომა დასჭირდა. გეგუჩაძემ მთხოვა გუნდიდან გაშვება და
მე მას უარი ვერ ვუთხარი.

გეგუჩაძე არის ის მწვრთნელი, რომელიც "დინამოს" სჭირდებოდა და მასთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმები გვქონდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა. ჩემი ინფორმაციით, ის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გაწვრთნის", - თქვა ფიფიამ.
მკითხველის კომენტარები / 15 /
saqo საიდან მოიტანე ძალიან საინტერესოა და გაგვიზიარე ჩვენც
Gaucho
27 იანვარი 2016 11:18
0
gizog-ს. ზურაბ ჟვანიამ მამა ჟვანია იყო? მართლა? პირველად გავიგე. მე ვიცი, რომ გოგლა ჟვანიას მამაა ჟვანია. ზურას მამა კი სულ სხვა გვარისა იყო. ანუ ისევე როგორც ბილ კლინტონი, მამინაცვლის გვარს ატარებდა. ეს უტყუარი უნფორმაციაა და გადამოწმებას არ ექვემდებარება.
asea es!!!
27 იანვარი 2016 10:57
0
gizog-ს. დიდი მადლობა ჩემი აზრის (აზრის კი არა, ნაღდი ინფორმაციის)დადასტურებისათვის. თქვენგან განსხვავებით, მე მაინტერესებს ყველაფერი, მათ შორის ცნობილი ადამიანების წარმომავლობის შესახებ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათი წინაამღდეგი ვარ. პირიქით, რაც უფრო მეტი არაქრთველი გაქართველდება, ქვეყნისთვის და პირველ რიგში ქართველებისათვის, უკეთესია. ასე, რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემი ინფორაციის დადასტურებისათვის.
saqo
27 იანვარი 2016 10:53
0
ვაკომენტარებთ ფეხბურთზე, რა შუაშია აქ აწ განსვენებული ზურაბ ჟვანია და მისი წარმომავლობა. რაღაც კორექტულობის ზღვარს უნდა იცავდეს კაცი, თუ ის კაცია, თორემ არაკაცი რა წარმომავლობისაა რა მნიშვნელობა აქვს. ღრმად პროვინციულად მოაზრონის გარდა ჟვანიას გვარის კაცს ქართველობას ვინ დაუწუნებს? ქართველ მეფეთა უმრავლესობას სხვა ქვეყნის მეფის შვილი ჰყავდა ცოლად, მაგრამ არაკეთილ მოსურნის გარდა ვინ დააყენებს ბაგრატოვანთა შთამომავლობას ეჭვს ქვეშ. ბოდიშს ვიხდი ამ თემაზე აქ აზრის გამოთქმისთვის.
gizog
27 იანვარი 2016 10:14
0
Gaucho-ს. გავიგე რომ ლიცენზია აქვს. მადლობა ამისათვის. რაც შეეხება მის წარმომავლობას. ის წარმომავლობით ისეთივე ქართველია, როგორიც ცხონებული ზურა ჟვანია იყო. გავაგრძელოთ თუ აქ დავსვათ წერტილი?
saqo
27 იანვარი 2016 09:42
0
saqo შენ მგონი შეცდომით მოხვდი აქ... ცნობისთვის აქვს და თანაც პრო ლიცენზია და პლუს ამას ერთ-ერთი პირველი ქართველი მწვრთნელია, რომელსაც პრო აქვს იმ მცირე რიცხვიდან ვისაც საერთოდ აქვს...
Gaucho
27 იანვარი 2016 01:26
0
ახალგაზრდული დროებითია,ეროვნულია საბოლოო მიზანი,უბრალოდ ახლა ამ აქოთებულ სიტუაციაში როცა გაიშიფრა ფედერაცია ცხადაძესთან დაკავშირებით არ გამოდიოდა,მიხვდა ყველა ყველაფერს და გეგუჩაძეც დინამოდან მხოლოდ ამისთვის არაა წამოსული.ამათ ხალხი ცხვრებზე უარესი გონიათ რომ მოჯდებიან მერე.არაფერი გვეშველება...
Kakha
26 იანვარი 2016 19:04
0
saqo:
მეგობარო თუ ფეხბურთში ვერ ერკვევი სხვებს შეურაცხყოფას ნუ აყენებ.
გეგუჩაძე არის დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი.
გული დამწყდა რომ დინამოდან წავიდა.
georgian
26 იანვარი 2016 17:47
0
თბილისის "დინამოში"-ც ეტყობა აირია სიტუაცია.საეჭვოა,რომ გეგუჩაძე თავის სურვილით წასულიყო, თან სად.ამდენი წლის განმავლობაში ფიფიამ ძალიან ბევრი გააკეთა "დინამო"-სთვის,მაგრამ ვერ დააყენა გუნდი თუნდაც საშუალოზე დაბალევროპულ დონეზე. ალბათ პოლიტიკაა ასეთი,თუ არა ისეთი მწვრთნელებით,როგორიც გეგუჩაძეა "не разбрасываются".ხალხი კი პირდაღებული ჭურში ზის და რას ელოდება თვითონაც არ იცის.
vaxvax
26 იანვარი 2016 17:23
0
შერეკილები
dddddddd
26 იანვარი 2016 16:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული